დღეები, როცა სესხის აღება რეკომენდებული არ არის - სპეციალისტის რჩევა

sesxis ageba

ეზოთერიკოსი და მინეროლოგი თამუნა იოსელიანი გამომწერებს მორიგ რჩევას აძლევს. ამჯერად ის იმ დღეების შესახებ საუბრობს, როცა სესხის აღება მიზანშეწონილი არ არის.

„ივლისის ამ დღეებში სჯობს სესხი არ აიღოთ. ასტროლოგიური რეკომენდაციების მიხედვით, ამ დღეებში ფინანსური ენერგია ახალი სასესხო ვალდებულებების აღებას ნაკლებად უწყობს ხელს: 17, 21, 24, 29 და 30 ივლისი.ამ თარიღებში აღებული სესხის დაფარვა შესაძლოა იმაზე რთული აღმოჩნდეს, ვიდრე თავიდან ჩანდა, ხარჯები შეიძლება გაიზარდოს, გადახდები უფრო დამტვირთველი გახდეს და ვალმა თქვენს ცხოვრებაში დიდხანს დაიკავოს ადგილი.  თუ გადაწყვეტილების გადადება შეუძლებელია, ყურადღებით შეამოწმეთ ხელშეკრულების ყველა პირობა, საკომისიო და საბოლოოდ გადასახდელი თანხა. ვარსკვლავები ერთია, მაგრამ ხელშეკრულების წვრილი შრიფტი არანაკლებ მნიშვნელოვანია.“ - წერს სოციალურ ქსელში თამუნა იოსელიანი.