სასიხარულო გადაწყვეტილება, რომელიც ძალაში დღეიდან შედის
1746078468
ასტროლოგები 2025 წლის მაისს დიდი ცვლილებებისა და ტრანსფორმაციის პერიოდს უწოდებენ. ბევრი ადამიანი სწორედ ამ თვეში ცხოვრების ერთ ეტაპს საბოლოოდ დახურავს და განახლებულ თავს დაიწყებს. ეს არის დრო, როდესაც თითოეული ჩვენგანი შინაგან შიშებსა და კომპლექსებზე კიდევ ერთხელ დაფიქრდება, გადააფასებს ურთიერთობებს და საბოლოო გადაწყვეტილებებს მიიღებს.
ზოდიაქოს ერთი ნიშნისთვის კი 2025 წლის მაისი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება. კერძოდ, ლომის ნიშნის წარმომადგენლებს ექნებათ შესაძლებლობა, საბოლოოდ დაასრულონ ის, რაც თვეების ან წლების წინ დაიწყეს.
1-ელი მაისიდან სიყვარულისა და სილამაზის პლანეტა, ვენერა, იწყებს მოგზაურობას ლომის მეცხრე სახლის გავლით. ეს ტრანზიტი 7 ივნისამდე გაგრძელდება. როგორც ასტროლოგები ამბობენ, აღნიშნული პერიოდი მოგზაურობისთვის, შემეცნებისთვის, ფიზიკური და სულიერი ტრანსფორმაციისთვის შესანიშნავია.
შესაძლოა, ამ პერიოდმა სხვა კულტურის წარმომადგენელ ადამიანთან გაცნობა, იურიდიული გამარჯვება ან საინტერესო საგანმანათლებლო პროექტი მოგიტანოთ. ასევე, შესაძლოა, შეხვდეთ ადამიანს, რომელსაც დიდი ხანია, ელოდებით, აღმოჩნდეთ საინტერესო წრეში და საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოვლენა შეძლოთ.
4 მაისიდან პლუტონი, ტრანსფორმაციის პლანეტა, რეტროგრადულ მოძრაობას მეშვიდე სახლში იწყებს. ეს კი ნიშნავს, რომ შესაძლოა, როგორც პირად, ასევე საქმიან ურთიერთობებში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეგხვდეთ და სასიამოვნო სიახლეებმა გაგახაროთ... ვრცლად