„არ გირჩევთ სესხის აღებას...“ - დღის მეტაფიზიკური პროგნოზი

მეტაფიზიკა

ორშაბათი, 03.08.2026 ინდიკატორი - შევსება

შევსების დღე ზრდის, დაგროვების, რესურსის მომატებისა და ენერგიის გამრავლების ინდიკატორია. დღეს ძლიერდება ის, რაზედაც ხართ კონცენტრირებული და რისკენაც მიმართულია თქვენი ყურადღება.

ამიტომ მიაქციეთ ყურადღება, რას დაიმატებთ ამ დღეს - ცოდნას, შესაძლებლობებს, ფინანსურ ფუნდამენტს თუ შფოთვას, დაძაბულობას ან ვალდებულებებს.

სასიკეთოა:

ფინანსური დაგეგმვა 

ცოდნის მიღება 

რესურსების დაგროვება

მარაგების შევსება

იდეების განვითარება

შემოსავლების გაზრდაზე მუშაობა

არ გირჩევთ:

სესხის აღებას

ვალის აღებას

კონფლიქტის გაღრმავებას

სასამართლო დავის დაწყებას

ზედმეტი პასუხისმგებლობის აღებას

ნეგატიურ პროცესებში ჩართვას

სასიკეთო საათები: 

13:00–15:00 

17:00– 19:00

დღის ფერი: თეთრი თეთრი ფერი დაგეხმარებათ სისუფთავის, სიცხადის, მშვიდი გონებისა და შინაგანი წესრიგის შენარჩუნებაში.

კარგი არჩევანია, თუ გინდათ დღე დაიწყოთ უფრო მშვიდად, ფოკუსირებულად და დაბალანსებულად.

დღის სლოგანი: გააძლიერეთ მხოლოდ ის, რასაც მომავალში ღირებულება ექნება.