ახალი შესაძლებლობები და ფინანსური სარგებელი - 1-7 სექტემბრის კვირის პროგნოზი ყველა ნიშნისთვის

ჰოროსკოპი

ვერძი
კვირის განმავლობაში იგრძნობთ, რომ თქვენი ძალა, ენერგია იზრდება და განწყობაც შესამჩნევად უკეთესია. მოგინდებათ, თამამი ნაბიჯები გადადგათ და თითოეული წვრილმანით დატკბეთ. ეს შესანიშნავი პერიოდია დასვენებისთვის, მოგზაურობისთვის, სამომავლო გეგმების შედგენისთვის. შესაძლოა, კვირის განმავლობაში წარსულში დატოვებული ადამიანებიც გამოჩნდნენ, თუმცა ეს ხელს არ შეგიშლით, რომ დასახულ მიზნებს მიჰყვეთ. მომატებული ენერგია და მოტივაცია მოგცემთ შანსს, რომ თქვენი ოცნებებისაკენ პირველი ნაბიჯები გადადგათ და სასურველი ცვლილებების განხორციელება დაიწყოთ.

კურო
კვირის განმავლობაში ყურადღებას სახლზე, ოჯახსა და ახლო ურთიერთობებზე გაამახვილებთ. შესაძლოა, დიდი ხნის უნახავი ადამიანები ნახოთ, სტუმრად წახვიდეთ და სასიამოვნო კომუნიკაცია ააწყოთ. კვირის განმავლობაში დადებითი განწყობა დაგეხმარებათ, რომ არსებულ საქმეებს ნაბიჯ-ნაბიჯ, შფოთვის გარეშე მიჰყვეთ და განხორციელება დაიწყოთ. ასევე, შესაძლოა, ამ კვირის განმავლობაში ფინანსებთან და ინვესტიციებთან დაკავშირებული საკითხებიც განიხილოთ. როგორც ასტროლოგები ამბობენ, მიმდინარე კვირაში ცვლილებების სურვილი იმდენად დიდი იქნება, რომ შეიძლება, გარეგნობის, იმიჯის შეცვლაც გადაწყვიტოთ.

ტყუპები

მოვლენების ტემპი გაიზრდება და ცხოვრება უფრო დინამიური გახდება. მოგზაურობები, ნათესავებთან შეხვედრები, საქმიანი ვიზიტები - კვირა სხვადასხვა თემაზე კომუნიკაციით იქნება დატვირთული. საკუთარი აზრების გაზიარება მოგინდებათ. შესაძლოა, საქმიან საკითხებში ან მიმოწერებში გარკვეული გაუგებრობები გაჩნდეს, მაგრამ ეს თქვენს ინიციატივას ვერ შეაჩერებს. აქტიური სოციალური ცხოვრება და საინტერესო შთაბეჭდილებები გელით... ვრცლად