ხანძარი გლდანში - დაიღუპა მცირეწლოვანი

პოლიციის ლენტი

პატარა გლდანში, კერძო დასახლებაში ხანძარს მცირეწლოვანი ემსხვერპლა. ალმოდებული სახლიდან 3 წლის ბავშვის გამოყვანა ვერ შეძლეს. 

ტრაგიკული შემთხვევა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „პრაიმტაიმს“ დაუდასტურეს. მათივე ცნობით, ხანძარი ამჟამად ლიკვიდირებულია.

რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.