„...ხორციან კერძთან პური ან კარტოფილი არ გამოიყენოთ" - ენდოკრინოლოგი გირჩევთ, როგორ ჯობს თქვენი საყვარელი საკვების განაწილება

 ნინო ლომთაძე

 ენდოკრინოლოგი ნინო ლომთაძე გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" საუბრობს, რომელი პროდუქტების მიღება არ არის სასურველი ერთდროულად:

- თუ ხორციან კერძს მივირთმევთ, უმჯობესია, პური აღარ გამოვიყენოთ. პურის ნაცვლად ბურღულეული, მაგალითად, ბრინჯი, წიწიბურა მივირთვათ. ასევე, პური და მაკარონი ერთად არ მივირთვათ, არც ხორცისა და კარტოფილის კომბინაციაა რეკომენდებული. თუ მაკარონი, პური გვინდა, უმჯობესია, ბოსტნეულის კერძთან ერთად მივიღოთ.

ყველაზე იდეალური ვარიანტია, ტკბილეული რაციონში ხილის სახით ჩავრთოთ. მაგრამ, ადამიანები ვართ და ზოგჯერ შეიძლება, ნაყინიც მოგვინდეს, შოკოლადიც, ნამცხვარიც... თუ პაციენტი ყოველდღიურად სწორად იკვებება, ექიმის რეკომენდაციებს 80%-ით ასრულებს, 20%-ს დიაბეტი "აპატიებს“. ტკბილეული აუცილებლად დილის საათებში უნდა მიიღოთ და არა საღამოს საათებში. ხილის ნაცვლად, ადამიანს, შეუძლია, მიირთვას ნაყინი, შავი შოკოლადი. უმჯობესია, გაზიანი სასმელები არ მივიღოთ. თუ ტკბილეულის მირთმევა გსურთ, ეს საკვებს მიყოლებული არ უნდა იყოს. უნდა იყოს ცალკე კვება. საუზმიდან 2 საათში, 11-დან 12 საათამდე შეგიძლიათ, მიირთვათ. იდეალური იქნება, თუ ტკბილის მიღებას ფიზიკური აქტივობა მოჰყვება. ფიზიკური აქტივობით ინსულინს დავეხმარებით, რომ კუნთებმა, ცხიმოვანმა ქსოვილმა შაქარი უფრო სწრაფად შთანთქოს.