ვანგას წინასწარმეტყველება 2025 წლისთვის
1756723020
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
კომპანიის ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 3 სექტემბერს 10:00-იდან 13:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში - გიორგიწმინდაში, სოფელ გლდანში და გლდანის მასივში; 11:00-იდან 18:00 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში, სოფელ დიღომში, დიდგორში, ვეძისსა და მიმდებარე ტერიტორიაზე; 14:00-იდან 16:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ძალისი, ვაზიანი, მუხრანი, ერედა და მიმდებარე სოფლებში; 16:00-იდან 17:00 საათამდე აბონენტებს დუშეთში და დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: კობიაანთკარი, სულიკიანთკარი, შალიკიანთკარი და მიმდებარე სოფლებში.
„სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში”, - ნათქვამია ინფორმაციაში.