ქართველმა ველომრბოლელმა მიხეილ ხუჭუამ საერთაშორისო ტურნირზე ოქროს მედალი მოიპოვა

მიხეილ ხუჭუა

ლატვიაში ველორბოლის საერთაშორისო ტურნირი - „LATVIJAS RITEŅBRAUKŠANAS FEDERÄCIJA LR čempionāts daudzdienu velobraucienā un Zemgales kauss 2025“ გაიმართა. ქართველმა ველოსპორტის იუნიორთა ნაკრების წევრმა მიხეილ ხუჭუამ 98-კილომეტრიანი დისტანცია 70 მონაწილეს შორის პირველმა დაფარა და ჩემპიონობა იზეიმა.

მიხეილ ხუჭუამ შუალედური ფინიშების მოგებით საბოლოოდ 16 ქულა მოიპოვა - 5 ქულით აჯობა ესტონელ მეტოქეს და მწვანე მაისური დაისაკუთრა; შესაბამისად, ქართველმა სპორტსმენმა პირველი ადგილი დაიკავა და რბოლის საუკეთესო სპრინტერის ტიტული მოიპოვა.

საქართველოს ველოსპორტის იუნიორთა ეროვნული ნაკრებიდან საერთაშორისო ტურნირზე ასევე იმყოფებოდნენ გიორგი გაბრიჭიძე, რომელმაც მე-7 ადგილი დაიკავა და დავით ხელაშვილი - მან 23-ე პოზიციაზე დაასრულა რბოლა.

ქართველი სპორტსმენები ტურნირზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდნენ.

ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.