„შიმშილობს...“ - შვილიშვილის ცემის ფაქტზე დაკავებული ქალის შვილი ახალ ინფორმაციას ავრცელებს
1756807843
კეი-პოპ ჯგუფის Stray Kids ახალმა ალბომმა Karma ჩარტში Billboard 200 პირველი ადგილი დაიკავა, რითაც ახალი რეკორდი დაამყარა - ეს პირველი ჯგუფი გახდა, რომლის შვიდივე ალბომმა ჩარტში პირველი ადგილი დაიკავა.
ამ მიღწევით Stray Kids-მა ასევე კეი-პოპ ჯგუფის BTS-ის შედეგი გააუმჯობესა, რომელთა ალბომებიც ჩარტის სათავეში ზედიზედ 6-ჯერ მოხვდა.
ამასთან, Karma-მ პირველი ადგილი „წაართვა“ Netflix-ის ანიმაციური ფილმის „კეი პოპ დემონებზე მონადირე“ საუნდტრეკი, რომელიც ჩარტში პირველ ადგილს რამდენიმე კვირის განმავლობაში იკავებდა.