„აიღეთ შავი ძაფი“ - 28 აგვისტო, დღე, როდესაც შეგიძლიათ ვალების სცენარი დახუროთ

რიტუალი

მინეროლოგი და ეზოტერიკოსი, თამარ იოსელიანი სოციალურ ქსელში საინტერესო ინფორმაციას გვიზიარებს. 

„28 აგვისტო, დღე, როდესაც შეგიძლიათ ვალების სცენარი დახუროთ.  
სავსე მთვარე, მთვარის დაბნელება და დაბნელებების დერეფნის დასრულება, სიმბოლური მომენტია იმისთვის, რომ გულწრფელად შეხედოთ ფინანსურ ვალდებულებებს და შეწყვიტოთ ცხოვრება რეჟიმში: „მერე როგორმე გავარკვევ“.
 ვალების გაშვების პრაქტიკა  
აიღეთ შავი ძაფი ან თხელი ლენტი.
 მასზე იმდენი კვანძი შეკარით, რამდენი კრედიტი, განვადება ან სესხიც გაქვთ. თითოეული კვანძი, ერთი კონკრეტული ვალია.
 უსაფრთხო, ცეცხლგამძლე ჭურჭელში დაწვით ძაფი და წარმოიდგინეთ, როგორ უშვებთ შფოთვას, შიშსა და ფინანსურ ჩიხში ყოფნის განცდას.  
 სანამ ძაფი იწვის, წარმოთქვით:
 „კვანძები იწვის — შიშები ქრება.
მე ვირჩევ ფინანსურ თავისუფლებას.
მადლიერებით ვუშვებ ძველს
და ვიხსნები ახალი შესაძლებლობებისთვის.
ასე იყოს!“  
ფერფლი გამდინარე წყალში ჩამორეცხეთ.  
პრაქტიკის შემდეგ კი ერთი რეალური ნაბიჯი გადადგით: ჩაიწერეთ ვალების თანხები, გადახედეთ გადახდის გრაფიკებს ან შეადგინეთ გეგმა, რომლითაც პირველ ვალდებულებას დაფარავთ. განზრახვა მიმართულებას განსაზღვრავს, ხოლო მოქმედება სიტუაციას ცვლის.  
 ცეცხლი უყურადღებოდ არ დატოვოთ",- წერს იოსელიანი.