ლელა კაკულია წინასწარმეტყველებას აქვეყნებს
1789762148
ნუმეროლოგი და ეზოტერიკოსი ნინა სუსლოვა გადაცემა „დღის პოსტის“ ეთერში 23 სექტემბრის მნიშვნელობაზე საუბრობს და მაყურებელს უზიარებს, თუ როგორ უნდა შეხვდნენ ამ განსაკუთრებულ დღეს. მისი თქმით, ეს თარიღი ბალანსის, ჰარმონიისა და სურვილების ასრულების უნიკალურ შანსს იძლევა.
„23 სექტემბერს დღეღამტოლობაა, საკმაოდ მისტიკური, მაგიური დღე არის, შესაბამისად, ეს დღე იქნება ბალანსის, მადლიერების და სურვილების ჩაფიქრების… თუკი რაიმე სურვილი გაქვთ მნიშვნელოვანი, ვისაც გინდათ რომ
აგისრულდეთ, რამდენად დაუჯერებელი და არარეალური არ იყოს, აუცილებლად ჩაიფიქრეთ, სანამ სურვილს ჩაიფიქრებთ, მადლიერება აუცილებელია, ამ დღეს აუცილებელია… მაგალითად, გინდა სახლი იყიდო? ჩაიფიქრე და მარტივი ნაბიჯი, თუნდაც 5 ლარი გადარიცხე ანაბარზე, ქმედება განახორციელე…
ეცადეთ, რაღაც ნაბიჯი გადადგათ იმისთვის, რომ სურვილი აგისრულდეთ, აუცილებლად აგისრულდებათ, თუ გჯერათ… 23 სექტემბერს მთელი დღის განმავლობაში შეიძლება სურვილის ჩაფიქრება და მადლიერება გამოვხატოთ. ჰარმონიაში ვიყოთ საკუთარ თავთან…“, – აცხადებს ნინა სუსლოვა.