ლელა კაკულია წინასწარმეტყველებას აქვეყნებს
1789762148
ლორდ ჩარლზ სპენსერის, პრინცესა დიანას ძმის, მემუარების წიგნმა მისი უფროსი ვაჟი, პრინცესა უილიამი და მეფე ჩარლზ III განარისხა. ამის შესახებ Daily Mail იუწყება.
პრინცი უილიამი ათწლეულების განმავლობაში მოუწოდებდა ყველას, დიანას ხსოვნისთვის პატივი ეცათ, რის გამოც, ინსაიდერების ცნობით, იგი განსაკუთრებით გულნატკენია ნათესავის ღალატით. გამოცემის ინფორმაციით, უილიამი ძალიან გაბრაზებულია, თუმცა კენსინგტონის სასახლე ჯერჯერობით ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს. ვითარებას განსაკუთრებულ პიკანტურობას სძენს ის გარემოება, რომ დიანას საფლავი სპენსერების საგვარეულო მამულში, ოლთორპში მდებარეობს, რაც იმას ნიშნავს, რომ დედის ხსოვნისთვის პატივის მიგების მიზნით უილიამს დიანას ძმასთან ურთიერთობა მოუწევს.
მეფე ჩარლზ III-ის რისხვის გადმოცემა, როგორც ჟურნალისტი რებეკა ინგლიში ამტკიცებს, სიტყვებით შეუძლებელია. ამის მიზეზი გახდა წიგნიდან ფრაგმენტი, სადაც აღნიშნულია, რომ დიანას სასიკვდილო ავარიიდან მალევე, მეფემ (იმ პერიოდში ჯერ კიდევ პრინცმა ჩარლზმა) სატელეფონო საუბარში თითქოსდა უთხრა მას: „მას მალე დავივიწყებთ“. სასახლემ მემუარებიდან ამ ამონარიდის გამოქვეყნებიდან 90 წუთში მოახდინა რეაგირება და განცხადება გაავრცელა, რომელიც, მიმომხილველების აზრით, ლორდ სპენსერის რეპუტაციისთვის მაქსიმალური ზიანის მიყენებას ისახავდა მიზნად. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ „მის უდიდებულესობას ახსოვს, რომ ძმის მწუხარებამ შესაძლოა ადამიანს დაუბინდოს გონება, იმოქმედოს განსჯის უნარსა და დაამახინჯოს მეხსიერება ასეთი დანაკარგის შემდეგ მრავალი წლის გასვლის შემდეგაც კი“.
მეფის ყოფილმა პრესმდივანმა ჯულიან პეინმა BBC News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ჩარლზ III-ისგან მსგავსი არაფერი სმენია. მონარქის მეგობრები აღნიშნავენ, რომ სწორედ ჩარლზი მოითხოვდა ყოფილი მეუღლის ცხედრის პარიზიდან სამშობლოში გადმოსვენებას და შესაბამისი ფორმით დაკრძალვის ჩატარებას, რის გამოც დიანას „დავიწყების“ სურვილის შესახებ ბრალდებები მათთვის ლოგიკას მოკლებულია.
წყაროს ცნობით, თავად ლორდ სპენსერი, როგორც ისტორიკოსი, ყოველთვის გამოირჩეოდა დეტალური დღიურების წარმოების ჩვევით, რაც მის ვერსიას დამატებით წონას სძენს. ამავდროულად, იმის შემოწმება, თუ რა ითქვა სინამდვილეში იმ საუბარში, უკვე შეუძლებელია.