ვიდეოები

1714379736

VIDEO: „მტირალების სუმო“ - იაპონიაში ფესტივალი „ნაკი სუმო“ ჩატარდა, რომელშიც პატარა ბავშვებს ტირილში აჯიბრებენ

იაპონიაში ტრადიციული ფესტივალი „ნაკი სუმო“ (მტირალების სუმო) ჩატარდა, რომლის დროსაც მცირეწლოვან ბავშვებს ატირებენ. იაპონიაში სჯერათ, რომ ბავშვის ტირილი ბოროტ სულებს აშინებს და რაც უფრო ძლიერად ტირის პატარა, მით უფრო დიდი ძალით დააჯილდოვა ის ღმერთმა და მით უფრო ბედნიერი იქნება ცხოვრებაში.ფესტივალზე ბავშვები ერთმანეთს ტირილში სუმოისტების დახმარებით ეჯიბრებიან. რინგზე გამოდის 2 სპორტსმენი, თითოეულს ხელში ბავშვი უჭირავს. მსაჯის სიგნალის შემდეგ, სუმოისტები ბავშვებს ჰაერში წევენ და შეძახილებითა ცდილობენ მათ ატირებას. იმარჯვებს ის, ვინც ამას პირველი მოახერხებს.წელს ფესტივალში 100-მდე ბავშვმა მიიღო მონაწილეობა. 

მტირალების სუმო

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

 შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკა 1714409536

საქართველო ევროპული ცივილიზაციის, სულიერების, სახელმწიფოს თანაშემოქმედია - ქართული ღირებულებები არის ჭეშმარიტი ევროპული ღირებულებები; ამიტომ, საქართველო კი არ ისწრაფვის ევროპისკენ, საქართველო არის ევროპა - შალვა პაპუაშვილი

„35 წლის წინ აქ, ამ გამზირზე შეკრებილმა ქართველმა ერმა შეჰფიცა, რომ არ დათმობდა თავის სამშობლოს, არ უღალატებდა საკუთარ მრწამსს, არ გადაუხვევდა თავისუფლების გზიდან და ფიცისთანავე საკუთარი სისხლით დაამტკიცა მიღებული ურყევი გადაწყვეტილება“ - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საყოველთაო სახალხო შეკრებაზე სიტყვით გამოსვლის დროს. როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ერთი სიტყვა, რომელიც ყველაზე მეტად გამოხატავს ამ ისტორიული ადგილის მნიშვნელობას, არის - დამოუკიდებლობა. მისი თქმით, ყველა საკითხი, რომელიც უკავშირდება დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობას, ეროვნულ თვითმყოფადობას, არის პრინციპული საკითხი ნებისმიერთან ურთიერთობაში. ,,35 წლის წინ აქ, ამ გამზირზე შეკრებილმა ქართველმა ერმა შეჰფიცა, რომ არ დათმობდა თავის სამშობლოს, არ უღალატებდა საკუთარ მრწამსს, არ გადაუხვევდა თავისუფლების გზიდან და ფიცისთანავე საკუთარი სისხლით დაამტკიცა მიღებული ურყევი გადაწყვეტილება. ჩვენ მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა და დავიწყეთ სვლა თავისუფლებისკენ, შევუდექით საკუთარი თავის ხელახალი შეცნობის მძიმე, მაგრამ გარდაუვალ გზას და მოვედით დღევანდელ დღემდე. ერთი სიტყვა, რომელიც ყველაზე მეტად გამოხატავს ამ ისტორიული ადგილის მნიშვნელობას, არის - დამოუკიდებლობა. „გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!“ - ეს იყო ის მოწოდება, რომელმაც ქართველი ერი საერთო მიზნით დამუხტა და თავისუფლება მოგვაპოვებინა. დღეს, ჩვენ კვლავ ვდგავართ აქ, ერთ მუშტად შეკრული დამოუკიდებელი საქართველოს მოქალაქეები, ვინაიდან ვიცით, რომ თავისუფლება და დამოუკიდებლობა ის ღირებულებებია, რომლებსაც მუდმივად სჭირდება დაცვა და გაფრთხილება. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ არ ყოფილა დღე, როდესაც ჩვენი თავისუფლება დასაცავი არ ყოფილიყო. ჩვენს დამოუკიდებლობას ემუქრებოდა და ემუქრება ხილული და უხილავი საფრთხეები, იქნებოდა ეს საბჭოთა ტანკები თუ ჩვენი ეროვნული თვითშეგნებისა და ღირებულებების გადაგვარების თანამედროვე მცდელობები. ვხედავთ, ზოგიერთების სურვილია, რომ საქართველო იყოს სხვა ძალების ინტერესების გატარების ინსტრუმენტი, სხვების ნება-სურვილის შემსრულებელი სატელიტი ქვეყანა. ჩვენთვის კი მთავარი ამოსავალი პრინციპი იყო და დარჩება ჩვენი ეროვნული ინტერესები. ამიტომაც არის, რომ ყველა საკითხი, რომელიც უკავშირდება ჩვენს დამოუკიდებლობას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ეროვნულ თვითმყოფადობას, ხდება პრინციპული საკითხი ნებისმიერთან ურთიერთობაში - იქნება ეს მტერი თუ მოყვარე. ყველამ უნდა იცოდეს, რომ საქართველოს გაწევრიანება ნებისმიერ გაერთიანებაში, უნდა ემსახურებოდეს უპირველეს ყოვლისა საქართველოს ინტერესებს და არა პირიქით, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. მან ასევე, ისაუბრა საქართველოს ინტერესების დაცვის მნიშვნელობაზე. მისი განცხადებით საქართველო ევროპული ცივილიზაციის, სულიერების, სახელმწიფოს თანაშემოქმედია. ,,ის, რომ ჩვენ ქართულ ინტერესებს ვიცავთ, არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვინმეს წინააღმდეგ გამოვდივართ. პირიქით, საქართველოს და ქართველებს მხოლოდ მაშინ გვცემენ პატივს, როგორც თანასწორ სახელმწიფოსა და ერს, როდესაც ჩვენ მტკიცედ დავდგებით ჩვენი ღირებულებების და ინტერესების სადარაჯოზე. უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველო ევროპული ცივილიზაციის, სულიერების, სახელმწიფოს თანაშემოქმედია - ჩვენი ვაზით, ჩვენი რწმენით, ჩვენი სახელმწიფოებრიობის ისტორიით. ამიტომ, ქართული ღირებულებები არის ჭეშმარიტი ევროპული ღირებულებები; ამიტომ, საქართველო კი არ ისწრაფვის ევროპისკენ, საქართველო არის ევროპა. ეს უნდა გაითავისოს დიდმაც და პატარამაც, შინაც და გარეთაც. დღეს პოლიტიკურ დღის წესრიგში დგას ორი საკითხი, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება ჩვენს დამოუკიდებლობას - ჩვენი ცხოვრების წესი და ჩვენს ცხოვრებაზე უცხოური გავლენა. ორივე შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ, რომ გვიპირისპირდებიან ის ადამიანები, რომლებსაც არ გააჩნიათ სიამაყე ჩვენი თვითმყოფადობის გამო, არ გააჩნიათ ეროვნულობის განცდა და კუთვნილება ქართულ საწყისებთან. ისინი საქართველოზე უფრო მაღლა აყენებენ უცხოეთს, რადგან მათთვის წარმოუდგენელია, რომ ქართველმა კაცმა დამოუკიდებლად გადაწყვიტოს თავისი ბედი და მომავალი. ჩვენი თაობისათვის „დამოუკიდებლობა“ და „თავისუფლება“ არ არის მხოლოდ სიტყვები. ამ სიტყვებთან დაკავშირებულია ბრძოლა, მსხვერპლი, ტკივილი და დიდი სიხარულიც. ჩვენი ვალია, რომ ჩვენმა მომავალმა თაობამაც გაიაზროს, რომ დამოუკიდებლობა ჩვენთვის არავის უჩუქებია, რომ მას მუდმივად ესაჭიროება დაცვა და განმტკიცება. საკუთარი თავის შეცნობა მართლაც მტკივნეული აღმოჩნდა და კარგად გამოაჩინა, ვინ რას უწოდებს დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას. მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ სწორად გაგვიგია, სწორად შეგვიცნია რა არის საქართველო, რა არის მისი სული და ღერძი. ჩვენ ამაყი და შეუდრეკელი ერი ვართ, გონიერი და სრულფასოვანი. ამიტომაც ვართ აქ დღეს, ერთმანეთის მხარდამხარ ჩვენი სამშობლოს სამშვიდობოს გასაყვანად. მინდა, აქ მოსულ თითოეულ ადამიანს, დიდსა და პატარას, ქალსა და კაცს, ერსა და ბერს, საქართველოს ყველა ჭეშმარიტ მოქალაქეს დიდი მადლობა გადაგიხადოთ ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობის, ჩვენი თავისუფლების დაცვისათვის. გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს! ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

horo

ჰოროსკოპი 1714409279

სამყაროს მაისის თვეში ზოდიაქოს ნიშნებიდან ერთი ფავორიტი ჰყავს

მაისი ტყუპებს ჰპირდება, რომ იქნება აქტიური მოგზაურობის, მდიდარი კომუნიკაციების და მნიშვნელოვანი ნაცნობების პერიოდი. შეიძლება შეამჩნიეთ, რომ ბოლო თვეებში მეტი კარიერული შესაძლებლობები ჰქონდათ და ეს შესაძლებლობები მხოლოდ მაისში გაიზრდება. მაგრამ მოდით ვნახოთ უფრო დეტალურად.კარიერა და ბიზნესი: ჰორიზონტის გაფართოებატყუპებო, თქვენ წარმატების სწორ გზაზე ხართ! მაისი კარიერაში ზრდის ახალ შესაძლებლობებს მოგიტანთ. იყავით ღია კომუნიკაციისთვის და თამამად შეისწავლეთ ახალი იდეები. ეს თვე შესაფერისია ექსპერიმენტებისთვის და მუშაობის ახალი გზების დანერგვისთვის. თქვენი ნიჭი კომუნიკაციაში და ანალიტიკურ უნარებში მოთხოვნადი იქნება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მუშაობთ სამუშაოზე, რომელიც მოიცავს ინფორმაციას, კომუნიკაციას ან ტრენინგს. არ შეგეშინდეთ თქვენი იდეების გაზიარება და იყავით აქტიური.ფინანსები: გაუმჯობესებაფინანსურ სფეროში გაუმჯობესებას უნდა ელოდოთ. თქვენი ძალისხმევა დაიწყებს სტაბილური შემოსავლის მოტანას და შეძლებთ უზრუნველყოთ საკუთარი თავისთვის მეტი ფინანსური სტაბილურობა. ინვესტიციები განათლებაში ან უნარების განვითარებაში შეიძლება იყოს განსაკუთრებით მოგებიანი, გრძელვადიან პერსპექტივაში.სიყვარული და ურთიერთობებიტყუპების ცხოვრების რომანტიკული მხარე ნათელი მოვლენებით იქნება სავსე. შესაძლოა, რომელიმე თქვენს მოგზაურობაში ან საქმიანი კონტაქტების საშუალებით შეხვდეთ ვინმე განსაკუთრებულს. გახსოვდეთ, რომ ახალი ნაცნობებისადმი გახსნილობა და ადამიანებთან საერთო ენის გამონახვის უნარი თქვენი ძლიერი მხარე იქნება ამ თვეში.ასევე ნახეთ:"თბილისურად ომობდა,"კრასავჩიკი" იყო. ხომ მაგარი მხრები მაქვსო, მოსწონდა საკუთარი გარეგნობა... სნაიპერი ქალიც გააშეშა..." - დღეს ირაკლი ამირეჯიბის დაბადების დღეამარსის ზედაპირზე ობობების მსგავსი წარმონაქმნები გადაიღეს

კახა კალაძე

პოლიტიკა 1714409126

კახა კალაძე: დღეს, უსამშობლო რადიკალებს ბიძინა ივანიშვილზე თავდასხმა თავიანთ უმთავრეს ამოცანად აქვთ ქცეული, რადგან საქართველოს არ ჰყავს ქვეყნის ეროვნული ინტერესების მასზე დიდი დამცველი

საქართველოს პარლამენტის წინ მიმდინარე სახალხო შეკრებაზე თბილისის მერმა, პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ პარტიის დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადაუხადა იმ სტანდარტებისთვის, რომელიც მისი ხელშეწყობით 2012 წლიდან დაინერგა ქართულ პოლიტიკაში და აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილი განსაკუთრებით იცავს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. მისივე თქმით, დღეს საქართველოს მართავს გუნდი, რომელსაც გააზრებული აქვს საკუთარი პასუხისმგებლობა. „ამ გუნდის დამფუძნებელს და ჩვენი პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს მინდა გადავუხადო განსაკუთრებული მადლობა იმისათვის, რომ 2012 წლიდან მან საქართველოს ეროვნული ინტერესები ხელისუფლების საქმიანობის მთავარ სახელმძღვანელო პრინციპად აქცია. სწორედ ამან მისცა საქართველოს შესაძლებლობა იმისა, ურთულესი გამოწვევების მიუხედავად, მიუხედავად უდიდესი ზეწოლისა და შემოტევებისა, შეგვენარჩუნებინა პრინციპული პოზიცია და დაგვეცვა მშვიდობა. შევინარჩუნეთ სიმშვიდე ქვეყანაში. დღეს უსამშობლო რადიკალებს და მათ უცხოელ პარტნიორებს ბიძინა ივანიშვილზე თავდასხმა თავიანთ უმთავრეს ამოცანად აქვთ ქცეული. ამ თავდასხმას ერთადერთი მიზეზი აქვს - საქართველოს არ ჰყავს ქვეყნის ეროვნული ინტერესების იმაზე დიდი დამცველი, ვიდრე ბიძინა ივანიშვილია. ყველას ძალიან კარგად მოგეხსენებათ ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების შესახებ. მის მიერ განხორციელებული ყველა პროექტი, ინტელიგენციის გვერდში დგომა და გადარჩენა ემსახურებოდა და ემსახურება ერთადერთ მიზანს - საქართველოს ეროვნული იდენტობის დაცვასა და შენარჩუნებას. ასეთივე ეროვნული ამოცანით შემოვიდა ის 2011 წელს პოლიტიკაში, როდესაც საკუთარი სიცოცხლეც კი რისკის ქვეშ დააყენა და ხშირად უთქვამს, როდესაც სახლიდან გამოვდიოდი, მეუღლეს ვემშვიდობებოდი, იმიტომ, რომ არ ვიცოდი, ცოცხალი დავბრუნდებოდი თუ არაო. ამ ყველაფრის მიუხედავად, ის დადგა იქ, სადაც სჭირდებოდა ჩვენს ქვეყანას და აგენტოკრატია ეროვნული ხელისუფლებით შეცვალა. სწორედ ამიტომ ესხმიან მას თავს ასეთი გააფთრებით, დაუწესეს ფაქტობრივი სანქცია, რამდენჯერმე დაემუქრნენ ფორმალური სანქციებით, თუმცა ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ ვერცერთი ნაბიჯი ვერ გადაადგმევინეს. მინდა იყოთ დარწმუნებულები, რომ ასე იქნება მომავალშიც. ჩემო მეგობრებო, ალბათ გახსოვთ, ამის საპირწონედ, როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ იგივე ადამიანებს სააკაშვილისა და მისი რეჟიმის მიმართ, რომელსაც საკუთარი ქვეყნისა და ხალხის მიმართ უამრავი უმძიმესი დანაშაული ჩაადენინეს. სააკაშვილი მოსწონდათ, რადგან ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ ჰყავდათ მომართული და რასაც ეტყოდნენ, ყველაფერს აკეთებინებდნენ. ბიძინა ივანიშვილი კი სწორედ იმიტომ არ მოსწონთ, რომ დღეს ის არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების მთავარი გარანტი საქართველოში, - განაცხადა კახა კალაძემ. 

მდინარაძე

პოლიტიკა 1714409123

ჩვენ ყველანი ერთად შევქმნით ღირსეულ მომავალს, როგორსაც ამაყი ქართველი ერი იმსახურებს - ჩვენი ადგილი არის ევროპაში და უნდა გავხდეთ ევროპის სრულფასოვანი წევრები - მამუკა მდინარაძე

ჩვენ ყველანი ერთად შევქმნით ღირსეულ მომავალს, ისეთს, როგორსაც ამაყი ქართველი ერი იმსახურებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საერთო სახალხო შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.მისი თქმით, საქართველო ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი უნდა გახდეს.„მოგესალმებით, მივესალმები ჩვენს ამაყ ქვეყანას, მივესალმები საქართველოს, ღირსეულს, პატრიოტი ხალხით, სიამაყით სავსე საქართველოს! მოგესალმებით ქართველებო, მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, დედებო, მამებო, ბებიებო და ბაბუებო, დებო, ძმებო, შვილებო, ბიჭებო და გოგოებო - ჩვენ ყველანი ერთად შევქმნით ღირსეულ მომავალს ისეთს, როგორსაც ამაყი, ქართველი ერი იმსახურებს. პირველი, რაზეც მინდა ძალიან მოკლედ ვთქვა, რატომ შევიკრიბეთ დღეს აქ - იმიტომ, რომ ვუთხრათ არამხოლოდ ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, არამედ მთელ მსოფლიოს, რომ არ არსებობს მსოფლიოში იმაზე ამაყი, თავდაჯერებული, ღირსეული ერი, როგორიც არის ქართველი ერი. ქართველები, რომლებიც ვერასდროს წარმოვიდგენთ ჩვენს თავს, ჩვენი აფხაზი და ოსი თანამოძმეების გარეშე, რომლებიც ორიენტირებული ვიქნებით ყოველთვის, რომ რაც შეიძლება მალე, ჩვენ ვიცხოვორთ ერთიან საქართველოში - ერთიან, ძლიერ, თავისუფალ, სრულად დამოუკიდებელ საქართველოში. მე მინდა მივესალმო ჩვენს ქართველებთან ერთად, ყველა ჩვენს ეთნიკურ ჯგუფს, ყველას, აფხაზებს და ოსებს კიდევ ერთხელ, ჩვენს აზერბაიჯანელებს, სომხებს და ყველას, ვინც კი ამ ქვეყნის მოქალაქეა და ქართველია, იმიტომ, რომ არსებობენ ქართველი სომხები, ქართველი აზერბაიჯანელები - ჩვენ ყველანი ერთად ქართველებად ვიწოდებით. ჩვენი საერთო მრწამსი მდგომარეობს იმაში, რომ დიდი ილიას სიტყვებს მივყვებით - „მამული, ენა, სარწმუნოება“ და დიახ, ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ჩვენი გზა არის ევროპაში, ჩვენი ადგილი არის ევროპაში, ჩვენ უნდა გავხდეთ აუცილებლად ევროპის ოჯახის სრულფასოვანი წევრები. ამასთან ერთად, უნდა ვთქვათ, რომ ევროპა ქართველებთან ერთად უფრო გამდიდრდება, უფრო ღირსეული, უფრო თამამი, უფრო ამაყი იქნება, იმიტომ, რომ ჩვენ შევავსებთ ევროპას, ჩვენი კულტურით, ჩვენი იდენტობით კიდევ უფრო გავამდიდრებთ ევროპას. ჩვენი სვლა არ არის მარტივი. ჩემო მეგობრებო, ყველამ კარგად იცით, რომ ბევრი ამოცანა გვაქვს წინ, ბევრი ამოცანა აქვს "ქართულ ოცნებას", ბევრი ამოცანა აქვს მას თავის ლიდერთან, ლიდერებთან ერთად, თავის საპატიო თავმჯდომარესთან, ბატონ ბიძინა ივანიშვილთან ერთად. ეს არის სვლა დეოკუპაციისკენ, ეს არის სვლა ეკონომიკური განვითარებისაკენ, ეს არის სვლა ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისაკენ, ეს არის სვლა გრძელვადიანი მშვიდობისაკენ და ყველაფერი ერთად ცოტა რთულია, მაგრამ ამას ჩვენ ყველაფერს ერთად შევძლებთ და ამას შევძლებთ მყარად, სიამაყით და ორ ფეხზე დგომით, რაც მთავარია.არ შეიძლება, ამ პოზიტიურ საუბართან ერთად არ გავიხსენოთ ჩვენი უკანასკნელი დროის ძალიან ბევრი, დიდი წარმატება. თქვენ იცით, რომ ახლა კამპანია დაიწყო საქართველოს მთავრობამ, ამ ყველაფერს დიდი პიარი არ სჭირდება, მაგრამ პირველად ისტორიაში, მაგალითად, ჩვენმა სპორტსმენებმა როგორ გვასახელეს, ამის ართქმა არ შეიძლება. საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდა. პირველად ისტორიაში, საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ევროპის რვა საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა. პირველად ისტორიაში და ეს განვითარების და წინსვლის გარეშე შეუძლებელია, საქართველოს ხელბურთის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდა. პირველად ისტორიაში, საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა 6 ერის გუნდებთან გაიმარჯვა და ბოლოს, განსაკუთრებული სიხარული რამაც მოგვანიჭა: პირველად ისტორიაში, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდა და მივულოცოთ და მადლობა გადავუხადოთ თითოეულ იმ გმირ ბიჭს, რომელმაც ეს სიხარული გვარგუნა.მე მივესალმები კიდევ ერთხელ იმ უდიდეს რაოდენობას და აქ რაოდენობაზე არ არის, ეს არ არის მთლად სწორი სიტყვა - იმ ადამიანებს, რომლებზეც შეგვიძლია ვთქვათ, რომ არ დარჩენილა დღეს საქართველოში არც ერთი ოჯახი, რომლის თითოეული წარმომადგენელი აქ არ იყოს: ყველა კუთხის, ყველა სოფლის, ყველა ქალაქის ბევრი წარმომადგენელი აქ არის და ეუბნება მთელს მსოფლიოს, რომ ჩვენ ვართ ყველაზე ამაყი, დამოუკიდებელი, სუვერენული ქართველი ერი. საქართველოს გაუმარჯოს!“, - განაცხადა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძე

პოლიტიკა 1714409098

რატომ შევიკრიბეთ დღეს აქ? იმიტომ, რომ ვუთხრათ არამხოლოდ ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, არამედ მთელ მსოფლიოს, რომ არ არსებობს მსოფლიოში იმაზე ამაყი, თავდაჯერებული, ღირსეული ერი, როგორიც არის ქართველი ერი - მამუკა მდინარაძე

მოგესალმებით, მივესალმები ჩვენს ამაყ ქვეყანას, მივესალმები საქართველოს, ღირსეულს, პატრიოტი ხალხით, სიამაყით სავსე საქართველოს! მოგესალმებით ქართველებო, მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, დედებო, მამებო, ბებიებო და ბაბუებო, დებო, ძმებო, შვილებო, ბიჭებო და გოგოებო. ჩვენ, ყველანი ერთად, შევქმნით ღირსეულ მომავალს ისეთს, როგორსაც ამაყი, ქართველი ერი იმსახურებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ საყოველთაო-სახალხო შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.როგორც მდინარაძემ აღნიშნა, შეკრების მიზანია, რომ არამხოლოდ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, არამედ მთელ მსოფლიოს აჩვენონ, რომ არ არსებობს მსოფლიოში იმაზე ამაყი და ღირსეული ერი, როგორიც მრავალეთნიკური ქართველი ერია.„პირველი, რაზეც მინდა ძალიან მოკლედ ვთქვა, რატომ შევიკრიბეთ დღეს აქ - იმიტომ, რომ ვუთხრათ არამხოლოდ ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, არამედ მთელ მსოფლიოს, რომ არ არსებობს მსოფლიოში იმაზე ამაყი, თავდაჯერებული, ღირსეული ერი, როგორიც არის ქართველი ერი. ქართველები, რომლებიც ვერასდროს წარმოვიდგენთ ჩვენს თავს, ჩვენი აფხაზი და ოსი თანამოძმეების გარეშე, რომლებიც ორიენტირებული ვიქნებით ყოველთვის, რომ რაც შეიძლება მალე, ჩვენ ვიცხოვროთ ერთიან საქართველოში - ერთიან, ძლიერ, თავისუფალ, სრულად დამოუკიდებელ საქართველოში. მე მინდა მივესალმო ჩვენს ქართველებთან ერთად, ყველა ჩვენს ეთნიკურ ჯგუფს, ყველას, აფხაზებს და ოსებს კიდევ ერთხელ, ჩვენს აზერბაიჯანელებს, სომხებს და ყველას, ვინც კი ამ ქვეყნის მოქალაქეა და ქართველია, იმიტომ, რომ არსებობენ ქართველი სომხები, ქართველი აზერბაიჯანელები - ჩვენ ყველანი ერთად ქართველებად ვიწოდებით“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.