ვიდეოები

1714474137

VIDEO: ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც მიმდინარე კვირაში ფინანსურად და პირად ურთიერთობაში კარგი პერიოდი ექნებათ

მნიშვნელოვანი და საყურადღებო მოვლენები, რომლებიც მიმდინარე კვირაში უნდა გავითვალისწინოთ - ეზოთერიკოს ანზორ ოდიშარიას პროგნოზი ზოდიაქოს თორმეტი ნიშნისთვის: ვრცლად ↓

ფული

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

ბრაზილია წყალდიდობა

მსოფლიო 1714657860

ბრაზილიაში წყალდიდობას 8 ადამიანი ემსხვერპლა - არიან დაკარგულები

ბრაზილიის სამხრეთით მდებარე შტატებში, წყალდიდობის შედეგად, 8 ადამიანი დაიღუპა, 21 პირი უგზო-უკვლოდ არის დაკარგული. სტიქიამ 104 მუნიციპალიტეტი დააზიანა.განადგურებულია საავტომობილო მაგისტრალები, სახლები და სხვა ინფრასტრუქტურა. ადიდებულმა მდინარეებმა და უხვმა ნალექმა მეწყრული პროცესები გამოიწვია, სამაშველო ოპერაცია მძიმე მეტეოროლოგიურ პირობებში მიმდინარეობს.

არჩილ თალაკვაძე

პოლიტიკა 1714656867

ეს კანონმდებლობა ემსახურება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებას და იცავს ჩვენს დემოკრატიას და პოლიტიკურ სისტემას ნებისმიერი გარე ჩარევისგან - არჩილ თალაკვაძე „გამჭვირვალობის კანონპროექტზე“

 „გამჭვირვალობის შესახებ“  კანონმდებლობა ემსახურება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებას და იცავს ჩვენს დემოკრატიას და პოლიტიკურ სისტემას ნებისმიერი გარე ჩარევისგან - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ.როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა,  არაერთი მაგალითი ვნახეთ განსაკუთრებით, ამ ორი წლის განმავლობაში, როდესაც ხდებოდა გარე ჩარევის და დაფინანსების შედეგად შეტევა სახელმწიფო ინსტიტუტებზე, ძირის გამოთხრა ჩვენი დემოკრატიისთვის, შეტევა ეკლესიაზე და რადიკალური ჯგუფების წახალისება, რომლებიც მუდმივად ცდილობდნენ როგორმე დესტაბილიზაცია შემოეტანათ საქართველოს პოლიტიკურ სისტემაში და ქვეყნის ცხოვრებაში.მისივე თქმით, გარე ჩარევა რომ დღეს პრობლემაა, ამას აჩვენებს ევროკავშირის ანგარიშიც და ადასტურებს ევროკავშირის დირექტივაც, სადაც ევროკომისია წევრ ქვეყნებს  მოუწოდებს, გამჭვირვალობასთან დაკავშირებით კანონმდებლობა შეიმუშაოს. თუ ეს პრობლემაა ევროპისთვის, ეს გაცილებით მეტი პრობლემაა საქართველოსთვის, რომელიც დიდი გამოწვევების და უსაფრთხოების რისკების მქონე რეგიონში მდებარეობს.„რეალურად ეს არის კანონმდებლობა, რომელიც ემსახურება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებას და იცავს ჩვენს დემოკრატიას და პოლიტიკურ სისტემას ნებისმიერი გარე ჩარევისგან. გარე ჩარევა რომ დღეს პრობლემაა, ამას აჩვენებს ევროკავშირის ანგარიშიც, რომელიც გასული წლის ბოლოს გამოქვეყნდა და ამას ადასტურებს ევროკავშირის დირექტივაც, სადაც წევრ ქვეყნებს ევროკომისია მოუწოდებს, რომ გამჭვირვალობასთან დაკავშირებით კანონმდებლობა შეიმუშაოს. თუ ეს პრობლემაა ევროპისთვის, ეს გაცილებით მეტი პრობლემაა საქართველოსთვის, რომელიც დიდი გამოწვევების და უსაფრთხოების რისკების მქონე რეგიონში მდებარეობს.  არაერთი მაგალითი ვნახეთ განსაკუთრებით, ამ ორი წლის განმავლობაში, როდესაც ხდებოდა გარე ჩარევის და გარე დაფინანსების შედეგად შეტევა სახელმწიფო ინსტიტუტებზე, ძირის გამოთხრა ჩვენი დემოკრატიისთვის, შეტევა ეკლესიაზე და რადიკალური ჯგუფების წახალისება, რომლებიც მუდმივად ცდილობდნენ როგორმე დესტაბილიზაცია შემოეტანათ საქართველოს პოლიტიკურ სისტემაში და ქვეყნის ცხოვრებაში. ეს და სხვა მაგალითები ადასტურებს, რომ ხშირ შემთხვევაში მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციებს თუ სხვა სუბიექტებს ამოფარებული რადიკალური პოლიტიკური ძალები, მართული ჯგუფები იყენებენ კონკრეტულ რესურსებს, რათა ქვეყანა გადავიდეს იმ ტრაექტორიიდან და დემოკრატიული განვითარების პროცესიდან, სადაც გადაწყვეტილებებს იღებენ მოქალაქეები, იღებს საზოგადოება და არა რომელიმე პოლიტიკური მარგინალური ჯგუფი ან პოლიტიკური უმცირესობა ძალადობრივი გზით და ძალადობრივი სცენარით. ამისგან რომ იყოს დაცული. ამ დღეებში ნახა საზოგადოებამ, როგორ ცდილობდა პოლიტიკური უმცირესობა რომ თავისი სცენარი მოეხვია თავს და მთელი ქვეყნის სახელით ელაპარაკა, როგორ ცდილობდნენ, მონოპოლია ჰქონოდათ აზრზე, ჭეშმარიტებაზე და შემდეგ როგორ ჩამოვიდა თბილისში ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილი, რომელსაც მათი ოჯახებიც უცხადებენ მხარდაჭერას. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა, არის გამოძახილი“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

„ქუთაისქალაქობის“ ფარგლებში, ქუთაისს  დამეგობრებული ქალაქების წარმომადგენლები ესტუმრნენ

რეგიონი 1714656608

„ქუთაისქალაქობის“ ფარგლებში, ქუთაისს დამეგობრებული ქალაქების წარმომადგენლები ესტუმრნენ

„ქუთაისქალაქობის“ ფარგლებში, ქუთაისს  დამეგობრებული ქალაქების წარმომადგენლები ესტუმრნენ.ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა უცხოელი მეგობრები განახლებულ „ოქროს ჩარდახში“ მიიღო.  სტუმრები ხარკოვიდან, სუმიდან, პოზნანიდან, მარიბორიდან და უნგენიდან, ბულგარეთის ელჩი საქართველოში ვესელინ ვალკანოვი, საგანგებოდ ჩამოვიდნენ, რათა მონაწილეობა მიიღონ „ქუთაისქალაქობა 2024 „-ის ფარგლებში გამართულ  ღონისძიებებში.„ოქროს ჩარდახში“ წამოდგენილი იყო  დავით მხეიძის სახელობის ფოტო-კინო მატიანეს მუზეუმის მიერ მომზადებული გამოფენა „ძველი ქუთაისი“. სტუმრებმან.ბერძენიშვილის სახელობის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში დაათვალიერეს გამოფენა  თემაზე  „ქუთაისის ფოლიანტები X – XVII საუკუნე“.„ქუთაისქალაქობა“ არ არის დღესასწაული მხოლოდ ქუთაისელებისთვის. ამ  დღეს ქუთაისი ყოველთვის მეგობრებთან ერთად აღნიშნავს. დღეს ქალაქში სტუმრები  გვყავს ჩვენი დამეგობრებული ქალაქებიდან, რომლებიც უკრაინიდან, პოლონეთიდან,  მოლდოვადან და უნგრეთიდან გვეწვივნენ.ქუთაისი მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქია, ევროპული ღირებულებებით და შემთხვევითი არაა, რომ დღეს სწორედ ჩვენს ევროპელ მეგობრებს ვმასპინძლობთ.მჭიდრო პარტნიორობა და თანამშრომლობა ჩვენს დამეგობრებულ ქალაქებთან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლა, როცა ჩვენს ქვეყანას უკვე მიენიჭა  ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი და  სრულუფლებიან  წევრობამდე გასავლელ გზაზე მათი მხარდაჭერის იმედიც გვაქვს.სტუმრებს განახლებულ „ოქროს ჩარდახში“ ვუმასპინძლეთ, გავაცანით ჩვენი ქალაქის ისტორია და აწმყო, დავათვალიერეთ რამდენიმე გამოფენა.  ჩვენი უცხოელი მეგობრები დღეს დაგეგმილ ყველა ღონისძიებას დაესწრებიან.“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

რობინ დანიგანი

პოლიტიკა 1714656103

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ, როგორც ეს საქართველოს კონსტიტუციაში წერია - რობინ დანიგანი

მე ღრმად ვარ შეშფოთებული, რომ ბოლო კვირების განმავლობაში საქართველოს მთავრობის არჩევანმა ქვეყანა დააშორა ევროატლანტიკურ მომავალს, მიზანს, რომლის მიღწევაც ქართველების უდიდეს უმრავლესობას სურს, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოში აშშ-ის ელჩის, რობინ დანიგანის განცხადებაში, რომელსაც საელჩო ავრცელებს.დანიგანის თქმით, სამწუხაროდ, მმართველ პარტიას, როგორც ჩანს, მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი მიიღოს კანონი, რომლის შესახებაც ევროკავშირმა ნათლად განაცხადა, რომ შეუთავსებელია საქართველოს ევროკავშირის მისწრაფებებთან.„ამასთანავე, მმართველი პარტიის ზოგიერთმა წარმომადგენელმა არჩია თავდასხმა საქართველოს სუვერენიტეტის უდიდეს მხარდამჭერებზე: შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირზე. ჩვენ საქართველოს გვერდით ვიდექით და ვდგავართ მოლაპარაკებებზე იმ ქვეყანასთან, რომელსაც საქართველოს ტერიტორიის ოცი პროცენტი აქვს ოკუპირებული. ჩვენ მხარს ვუჭერდით და ვუჭერთ ქართული ენის, კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნებას.ბოლო ოცდათორმეტი წლის განმავლობაში ჩვენ ჩამოვაყალიბეთ პარტნიორობა, რომელიც ეფუძნება საერთო ღირებულებებს და საერთო სურვილს, რომ საქართველო ვიხილოთ დასავლური დემოკრატიების ოჯახის წევრად. ჩვენ უარს ვამბობთ, შევცვალოთ ჩვენი მტკიცე ერთგულება ქართველი ხალხისა და საქართველოს მომავლის მიმართ – ევროპული მომავლის მიმართ, რასაც მეტი მშვიდობა და კეთილდღეობა მოაქვს; ის, რაც ყველა ქართველმა იცის, ვინც კი იხილა ჩვენი ინვესტიციებისა და პროგრამების სარგებელი.ახლახან საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირები მივიწვიეთ შეერთებული შტატების მაღალი თანამდებობის პირებთან სტრატეგიული პარტნიორობისა და აშშ-ის დახმარების შესახებ ნებისმიერი შეკითხვის განსახილველად. სამწუხაროდ, ქართულმა მხარემ არჩია, რომ უარი ეთქვა ამ მიწვევაზე.ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ, როგორც ეს საქართველოს კონსტიტუციაში წერია. შეერთებული შტატები ჩვენი მტკიცე ურთიერთობის ერთგული რჩება და ქართველი ხალხისთვის მხოლოდ მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა სურს“, – აღნიშნულია დანიგანის განცხადებაში.

ნინო ფოჩხუა

პოლიტიკა 1714656103

მაშინ როცა, ევროპაში და ამერიკაში მჯდომარე მომიტინგეებსაც კი სასტიკად უსწორდება პოლიცია, იტალიის ვიცე-პრემიერი გმობს საქართველოში ძალადობას დემონსტრანტების მისამართით-სასაცილოა - ნინო ფოჩხუა

“მაშინ როცა, არა მარტო იტალიაში, ევროპის თითქმის ყველა ქვეყანასა და ამერიკაში მჯდომარე მომიტინგეებსაც კი სასტიკად უსწორდება პოლიცია, იტალიის ვიცე-პრემიერი გამოთქვამს შეშფოთებას საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე და გმობს ძალადობას დემონსტრანტების მისამართით. სასაცილოა.”- წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.ექსპერტის თქმით, პოლიციელზე ძალადობას ნეტავ როგორ უყურებს ბატონი ტაიანი, იმასაც გმობს თუ მის ქვეყანაში რაც შესაძლებელია, ჩვენთვის მიუღებელი?მისივე თქმით, კიდევ უფრო საკვირველია მისი ბოლო ფრაზა, რომ ის მხარს უჭერს ჩვენს გაწევრიანებას ევროკავშირში. ეს როდის უჭერს და დაუჭერს ბატონი ტაიანი მხარს, მომიტინგეებზე რომ "ძალადობს" პოლიცია თუ პირიქით?“მაშინ როცა, არა მარტო იტალიაში, ევროპის თითქმის ყველა ქვეყანასა და ამერიკაში მჯდომარე მომიტინგეებსაც კი სასტიკად უსწორდება პოლიცია, იტალიის ვიცე-პრემიერი გამოთქვამს შეშფოთებას საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე და გმობს ძალადობას დემონსტრანტების მისამართით. სასაცილოა. პოლიციელზე ძალადობას ნეტავ როგორ უყურებს ბატონი ტაიანი, იმასაც გმობს თუ მის ქვეყანაში რაც შესაძლებელია, ჩვენთვის მიუღებელი?კიდევ უფრო საკვირველია მისი ბოლო ფრაზა, რომ ის მხარს უჭერს ჩვენს გაწევრიანებას ევროკავშირში. ეს როდის უჭერს და დაუჭერს ბატონი ტაიანი მხარს, მომიტინგეებზე რომ "ძალადობს" პოლიცია თუ პირიქით?”- წერს ნინო ფოჩხუა.