გზის ჩამონგრევის შედეგად 36 ადამიანი დაიღუპა ჩინეთში

გზის ჩამონგრევის შედეგად 36 ადამიანი დაიღუპა ჩინეთში

ჩინეთში გზის ჩამონგრევის შედეგად, სულ მცირე, 36 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

გუანდონგის პროვინციაში გზის მონაკვეთი ძლიერი წვიმის შედეგად ჩამოინგრა.

ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 36, ხოლო დაშავებულია, სულ მცირე, 30 ადამიანი.

შემთხვევა ადგილობრივი დროით 02:10 საათზე მოხდა. როგორც „როიტერი“ წერს, ჩამონგრეული გზის მონაკვეთი 17,9 მეტრის სიგრძის იყო და მომხდარის შედეგად, 23 მანქანა დაზიანდა.