ბრაზილიაში წყალდიდობას 8 ადამიანი ემსხვერპლა - არიან დაკარგულები

ბრაზილია წყალდიდობა

ბრაზილიის სამხრეთით მდებარე შტატებში, წყალდიდობის შედეგად, 8 ადამიანი დაიღუპა, 21 პირი უგზო-უკვლოდ არის დაკარგული. სტიქიამ 104 მუნიციპალიტეტი დააზიანა.

განადგურებულია საავტომობილო მაგისტრალები, სახლები და სხვა ინფრასტრუქტურა. ადიდებულმა მდინარეებმა და უხვმა ნალექმა მეწყრული პროცესები გამოიწვია, სამაშველო ოპერაცია მძიმე მეტეოროლოგიურ პირობებში მიმდინარეობს.