ვიდეოები

21 მაი 7:16

დატბორილი ქუჩები და წყალში მოცურავე ავტომობილები - რა ვითარებაა ამ დროისთვის საფრანგეთში, სადაც წყალდიდობაა

წყალდიდობა საფრანგეთში - სანაპირო ქალაქ ლე ლავან-დუში, ძლიერი შტორმის გამო, ქუჩები დაიტბორა, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, სტიქიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, კიდევ ერთი დაკარგულად ითვლება. 

წყალდიდობა საფრანგეთში

ტაბლოიდი

სოციალური თემა

სესხი

16 მაი 20:29

სიახლე მათთვის, ვინც სესხის აღებას ან გაზრდას აპირებს - გადაწყვეტილება დღეიდან ამოქმედდა

მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის მიკროკრედიტის ლიმიტი დღეიდან ორმაგდება.კერძოდ, ძალაში შედის „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ კანონში შესაბამისი ცვლილება, რომლის მიხედვითაც მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ერთ მსესხებელზე გაცემული კრედიტის ლიმიტი 100 000-დან 200 000 ლარამდე იზრდება.როგორც ეროვნულ ბანკში განმარტავენ, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს შესაძლებლობა ექნებათ, ახალი პროდუქტები და მომსახურებები შესთავაზონ საკუთარ მომხმარებლებს. ამასთან, როგორც მარეგულირებელში განმარტავენ, ეს ნაბიჯი სექტორის გაჯანსაღებასაც შეუწყობს ხელს.ცნობისთვის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის მიკროსესხების ლიმიტი ბოლოს 2017 წელს შეიცვალა, როცა ის 50 ათასიდან, 100 ათას ლარამდე გაიზარდა.საქართველოში 29 მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა რეგისტრირებული, რომელთა საკრედიტო პორტფელების ჯამური მოცულობა 2 მილიარდ ლარს შეადგენს. აქედან სესხების 95% ფიზიკურ პირებზე მოდის. რაც შეეხება შემოსავლებს, 2024 წელს 2023 წელთან შედარებით, მისოების საპროცენტო შემოსავლები 31 მილიონი ლარით, 463 მილიონ ლარამდე გაიზარდა. ამასთანავე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა წინა წელთან შედარებით 134 მილიონი ლარის წმინდა მოგება მიიღეს, ეს მაჩვენებელი კი 8 მილიონი ლარით მეტია 2023 წლის მოგებასთან შედარებით.

სხვა სიახლეები

ჯანგველაძე

სამართალი 13 წუთის წინ

„უდიდეს პატივს ვცემდი...“ - რა თქვა ვაკეში მოკლული ბიზნესმენის საქმეზე დაკავებულმა სასამართლოზე

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღების ფაქტზე დაკავებულ პირს, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.როგორც ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე აღნიშნა, ის წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და მიიჩნევს, რომ ის „ერთი დღეც და ერთი წამითაც აქ არ უნდა იმყოფებოდეს“.მისივე თქმით, ლევან ჯანგველაძეს არ იცნობდა, მაგრამ პატივს სცემდა და მისთვის „ერთ-ერთი კარგი ქართველი ადამიანი იყო“.„არ ვაღიარებ ამ ბრალს, რაც ჩემს მიმართ არის წარდგენილი. ერთი დღეც და ერთი წამიც არ უნდა ვიმყოფებოდე აქ. როდესაც საგამოძიებო სამსახურმა დამიძახა, მითხრა, რომ მივსულიყავი საგამოძიებო სამსახურში, არც ერთხელ თავი არ ამირიდებია.ლევან ჯანგველაძეს არ ვიცნობდი, მაგრამ ქალაქიდან უდიდეს პატივსაც ვცემდი და ჩემთვის ერთ-ერთი კარგი ქართველი ადამიანი იყო. სამ ეპიზოდში მედება ბრალი: როდესაც იძახიან, დიღმელაშვილისთვის გადაცემის ფაქტს იარაღისო... ადამიანი, საერთოდ, არც კი დავიკითხე. საგამოძიებო სამსახურში გავიგე, რომ დიღმელაშვილი არის დაკავებული იმ ერთ-ერთი იარაღით, რომელიც მე დავკარგე. რაც შეეხება მამუკა ჟიჟილაშვილს, მე მაგ საკითხზე დავიკითხე. რაიმე სახის კი არა, მილიმეტრის მილიმეტრი არ მქონდა ამ ყველაფერთან შეხება“, - აღნიშნა წივწივაძემ პროცესზე.ინფორმაციისთვის, პროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2018-2019 წლებში ბრალდებულმა შეიძინა და შენახვის უფლებით დაირეგისტრირა სხვადასხვა ცეცხლსასროლი იარაღები, რომელთაგან სამი ცეცხლსასროლი იარაღი მართლსაწინააღმდეგოდ გაასაღა სხვადასხვა პირებზე. მათ შორის ერთ-ერთი ცეცხლსასროლი იარაღით 2025 წლის 14 მარტს ქ. თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მოკლეს ლევან ჯანგველაძე და მძიმედ დაჭრეს მისი მძღოლი.სამართალდამცველებმა ბრალდებული 2025 წლის 24 მაისს დააკავეს და მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეხუთე ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო გასაღება) სამი ეპიზოდი წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ოთო კაკაბაძე

საზოგადოება 25 წუთის წინ

„ყველა თამაშზე დადის, ბავშვივით უხარია ჩვენი გატანილი გოლები...“ - ვინ არის ოთარ კაკაბაძის მეორე ნახევარი

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და პოლონური „კრაკოვიას“ ქართველი მცველის, ოთარ კაკაბაძის პირადი ცხოვრება ფართო საზოგადოების ნაკლებად ცნობილია. მას ჰყავს მეუღლე, მარიამ ჩავლეიშვილი, რომელიც ფეხბურთელის თამაშებს მუდმივად ესწრება და გულშემატკივრობს.წყვილმა ერთმანეთი მეგობრების გარემოცვაში გაიცნო და საკონტაქტო ნომრები მალევე გაცვალა.„ჩემს ყველა თამაშზე დადის, ბავშვივით უხარია ჩვენი გატანილი გოლები... ყოველთვის ჩემს გვერდითაა,“ - ამბობს ფეხბურთელი.„ოთო, ძალიან მშვიდი და გაწონასწორებულია... ამით მაბალანსებს. მე ცოტა ემოციური ვარ, ის არის ძალიან მშვიდი, წყნარი... სახლში სულ სიჩუმეა, განსაკუთრებით მაშინ, თუ დაღლილია. ხმას არ ამოიღებს... თავისთვის არის და ვარჯიშისთვის ემზადება.ძალიან რთულია ოთოს დახასიათება. მასში ძალიან გამიმართლა. მართლა იშვიათად შემხვედრია ასეთი ადამიანი, მიუხედავად იმისა, რომ თბილისში ბევრ ადამიანთან მქონდა შეხება - სკოლა, უნივერსიტეტი... ყველასგან გამოვარჩევ...“ - ამბობს მარიამ ჩავლეიშვილი.წყვილს ერთი შვილი, იოანე ჰყავს.ვრცლად ↓

energo-pro georgia

რეგიონი 26 წუთის წინ

შუქი გაითიშება - „ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.„ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 28 მაისს 11:00-იდან 16:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მაღაროსკარი, ჩარგალი, მიგრიაულთა, ბარისახო, დათვისი, შუაფხო, ქალილო, ხომი და მიმდებარე სოფლებში; 12:00-იდან 18:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში საგურამო, არაშენდა, გალავანი, კოტორაანთკარი და მიმდებარე სოფლებში; 12:00-იდან 15:30 საათამდე აბონენტებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფლებში სტეფანწმინდა, გველეთი, გერგეთი და მიმდებარე სოფლებში; 14:50-იდან 18:30 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში სოფელ დიღომში ლუარსაბ ანდრონიკაშვილის, ქედის უბნის, ჯავახიშვილის და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

mamao

საზოგადოება 35 წუთის წინ

რატომ უნდა წავიკითხოთ დილის ლოცვები აუცილებლად ბოლომდე - მამა ალექსანდრე ბოლქვაძის ქადაგება

 მამა ალექსანდრე ბოლქვაძე გადაცემაში "რელიგიური საკითხები გიორგი დარასელიასთან ერთად", ლოცვასთან დაკავშირებით, ძალზე მნიშვნელოვან რამეს ქადაგებს:"ქრისტიანული სწავლებით ასეა - როდესაც დილის ლოცვას ბოლომდე კითხულობ, მსოფლიო ეკლესიის ლოცვაში ერთვები. ყველას ვეუბნები, რომ აუცილებლად უნდა წაიკითხონ დილის ლოცვა ბოლომდე. ეს რას ნიშნავს - ათონზე ვიღაც ბერი შუადღეს რომ ლოცულობს, ის უკვე ჩვენთვისაც ლოცულობს, კავშირი მყარდება.ჩვენი პატრიარქი აბსოლუტურად ყველაზე ლოცულობს და ლოცულობდა. ეს ლოცვა ნაყოფს იღებს აუცილებლად. ასეთ რამეს გავიხსენებ. ჩაუშესკუ ათეისტი იყო, თუმცა მონათლული გახლდათ. რუმინეთი ქრისტიანული ქვეყანაა. როგორც ეტყობა, როცა მიხვდა, რომ უნდა მოეკლათ, დაიწყო შინაგანი ლოცვა და დამყარდა კავშირი მასსა და ჩვენს პატრიარქს შორის და აი, რა მოხდა: მამა პეტრემ მოყვა. ის და პატრიარქი ერთად უყურებდნენ ტელევიზორს, სადაც გამოუცხადებიათ ჩაუშესკუს დახვრეტის ამბავი. პატრიარქი ფეხზე ამდგარა, პირჯვარი გადაუწერია და უთქვამს: დღეს წირვაზე კვეთის დროს აზრად მოვიდა ჩაუშესკუ და მასზე ფიქრმა მაწვალაო. ესე იგი მას (ჩაუშესკუს) უჭირდა... წარმოიდგინეთ, რა მასშტაბის ადამიანია ჩვენი პატრიარქი, ყველაზე ლოცულობს და ლოცვით კავშირს ამყარებს...ვიდეოს ნახვა შეგიძლიათ აქ

ვალერი ძებისოვი

საზოგადოება 40 წუთის წინ

„ცეცხლმოკიდებული შენობიდან ორი ადამიანი დამოუკიდებლად გამოიყვანა და დაღუპვას გადაარჩინა“ – საგანგებო

ახალგორის სასწრაფო დახმარების პირველი ბრიგადის მძღოლმა ვალერი ძებისოვმა, ცეცხლმოკიდებული შენობიდან ორი ადამიანი დამოუკიდებლად გამოიყვანა და დაღუპვას გადაარჩინა. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი ავრცელებს.