ვიდეოები

21 მაი 7:16

დატბორილი ქუჩები და წყალში მოცურავე ავტომობილები - რა ვითარებაა ამ დროისთვის საფრანგეთში, სადაც წყალდიდობაა

წყალდიდობა საფრანგეთში - სანაპირო ქალაქ ლე ლავან-დუში, ძლიერი შტორმის გამო, ქუჩები დაიტბორა, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, სტიქიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, კიდევ ერთი დაკარგულად ითვლება. 

წყალდიდობა საფრანგეთში

ტაბლოიდი

სოციალური თემა

სესხი

16 მაი 20:29

სიახლე მათთვის, ვინც სესხის აღებას ან გაზრდას აპირებს - გადაწყვეტილება დღეიდან ამოქმედდა

მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის მიკროკრედიტის ლიმიტი დღეიდან ორმაგდება.კერძოდ, ძალაში შედის „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ კანონში შესაბამისი ცვლილება, რომლის მიხედვითაც მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ერთ მსესხებელზე გაცემული კრედიტის ლიმიტი 100 000-დან 200 000 ლარამდე იზრდება.როგორც ეროვნულ ბანკში განმარტავენ, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს შესაძლებლობა ექნებათ, ახალი პროდუქტები და მომსახურებები შესთავაზონ საკუთარ მომხმარებლებს. ამასთან, როგორც მარეგულირებელში განმარტავენ, ეს ნაბიჯი სექტორის გაჯანსაღებასაც შეუწყობს ხელს.ცნობისთვის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის მიკროსესხების ლიმიტი ბოლოს 2017 წელს შეიცვალა, როცა ის 50 ათასიდან, 100 ათას ლარამდე გაიზარდა.საქართველოში 29 მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა რეგისტრირებული, რომელთა საკრედიტო პორტფელების ჯამური მოცულობა 2 მილიარდ ლარს შეადგენს. აქედან სესხების 95% ფიზიკურ პირებზე მოდის. რაც შეეხება შემოსავლებს, 2024 წელს 2023 წელთან შედარებით, მისოების საპროცენტო შემოსავლები 31 მილიონი ლარით, 463 მილიონ ლარამდე გაიზარდა. ამასთანავე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა წინა წელთან შედარებით 134 მილიონი ლარის წმინდა მოგება მიიღეს, ეს მაჩვენებელი კი 8 მილიონი ლარით მეტია 2023 წლის მოგებასთან შედარებით.

სხვა სიახლეები

საოპერაციო

ისტორიები 27 მაი 22:06

„ჭერი ჩამოინგრა და საოპერაციო ხელსაწყოები დაილეწა... - სასწაულებრივად განკურნებული პაციენტის ამბავი და სახლი, სადაც ხატებს მირონი სდით

ნანა ცინცაძეს თბილისში "თიჩა ნანას" სახელით იცნობენ. ბევრ ცნობილ სახეს ასწავლის ინგლისურს. ამაზე, ქვემოთ თვითონაც ჰყვება, თუმცა ეს სტატია სულ სხვა თემაზეა.ნანა ვერაზე ცხოვრობს და სახლში, მეუფის კურთხევით, კელია აქვს. ხატებით სავსე ოთახში რომ მადლი ტრიალებს ის ფაქტი ცხადყოფს, რომ ხატებს მირონი სდით და როგორც "პრაიმტაიმთან" თავად ჰყვება, არამიწიერი სურნელი იფრქვევა.ზოგჯერ ხატებს მირონდენა ვნების შვიდეულში ეწყებათ, ზოგჯერ კი, იმის მაუწყებლად, რომ რაღაც განსაცდელისთვის შეემზადოს...ნანა ცინცაძე: წლებია, მეუფის კურთხევით კელია მაქვს. ჩემს კელიაში მხოლოდ მირონი არ სდის ხატებს, სასწაულებიც აღესრულება. არამიწიერი სურნელი ასდით ხატებს...როდესაც რწმენით მიეახლები ხატს და გულით შესთხოვ, უფალი შეგისმენს. ვიცით, რომ მისგან ყველაფერია შესაძლებელი.იესოს ხატს ვნების კვირაში თავიდან შუბლი დაუსველდება, შემდეგ თვალებზე მოსდის ცრემლიც და მირონიც.მხოლოდ დაწერილ ხატებს არა, რეპროდუქციასაც, ანუ საიდანმე ამოჭრილ თუ ინტერნეტიდან ამონაბეჭდ ხატებსაც ცრემლი ეკიდება. მამა ღმერთის ხატსაც ჰქონდა ცრემლი... მეტწილად რეპროდუქციული ხატები მაქვს.თითქოს ხატს მასთან თავისით მივყავხარ, რომ ვნახო ახლად გადმომდინარე ცრემლი თუ მირონი.იოანე რუსის (ძლიერი წმინდანია) ხატი მამაომ ჩამომიბრძანა საბერძნეთიდან. შვილთან დაკავშირებით პრობლემა მქონდა და ამ ხატმა მანიშნა. განსაცდელიც დაეშვა. ასეთ დროს არ მეშინია ხოლმე. ვიცი, რომ ესა თუ ის განსაცდელი ჩემს გასაძლიერებლად ეშვება.როდესაც დავქვრივდი 33 წლის ვიყავი. მეუღლე ციხეში აღმოჩნდა. და შემდეგ იქ გარდაიცვალა. ხომ იცით, განსაცდელი უფალს გაახლოებს. მას შემდეგ გავაკეთე ეს კელია. ახლა 58 წლის ვარ. 38 წლის ვაჟი და ოთხი შვილიშვილი მყავს.დედა მეუბნებოდა, ახალგაზრდა ხარ, იქნებ ნახო ვინმე, ოჯახი შექმნაო. ვისხედით იერუსალიმიდან ჩამოტანილი ხატის წინ. მე ვუპასუხე, შენ ხომ იცი, მე შეყვარებული მყავს-მეთქი. დედას სახე გაუნათდა, იფიქრა, მეშველაო. მე თითით მივანიშნე იესოს ხატზე - აი, ჩემი შეყვარებული-მეთქი. დედა მიხვდა, რომ ჩემთან საუბარს აზრი არ ჰქონდა. და ამ საუბრიდან ზუსტად ათი წუთის შემდეგ, ჩემს თვალწინ, ერთ-ერთი უდიდესი სასწაული აღესრულა. იერუსალიმიდან ჩამოტანილ იესოს ამ ხატთან სალოცავად დავდექი. ხატზე ხელთუქმნელი ჯვარი გამოისახა.  დავინახე, როგორ დაისვა იესომ სახეზე ჯვარი, მირონმა დენა დაიწყო შუბლის შუა ნაწილიდან და გაჩერდა ნიკაპთან. ვიყვირე ემოციურად და სანამ მივტრიალდი, უკვე ჯვარი ჰქონდა სახეზე გაკეთებული. წარმოუდგენელია ასეთი სიმეტრია ადამიანმა დაიცვას.ეს იყო წლების წინ და ხატს ეს ჯვარი ახლაც ეტყობა. მირონი ყველას გვინახავს ხატზე, მაგრამ ასეთი ხელთუქმნელი ჯვარი დაესვას სახეზე, ალბათ, უიშვიათესად.მოდიოდნენ ფოტოს გადასაღებად. ერთი მეგობარი მოვიდა და მითხრა, წარმოუდგენელია, შენ ისეთი ემოციური ხარ, შენ ხომ არ გააკეთეო? ასეთ მკრეხელობას როგორ ჩავიდენდი, იესოს სახეზე ჯვარს დავუსვამდი-მეთქი? - ვუთხარი. მივიდა, ფოტო გადაუღო და უცებ მესმის მისი განწირული ყვირილი - დავისაჯეო. ყველას ფოტოზე ჩვეულებრივ რომ აღიბეჭდებოდა, ამ ქალბატონის გადაღებულ ფოტოზე ის ჯვარი თეთრად გამოჩნდა. წაიკითხეთ სრულად

რატი გაჩეჩილაძე

ტაბლოიდი 27 მაი 21:19

რატი გაჩეჩილაძე და კარინა ლისენკო მშობლები გახდნენ - რა დაარქვეს პატარას

რატი გაჩეჩილაძე და კარინა ლისენკო მშობლები გახდნენ. მოცეკვავეების წყვილს პირველი შვილი შეეძინათ, რომელსაც ემილია დაარქვეს. ახალბედა მამას ძმა, ასევე ცნობილი მოცეკვავე, გიგი გაჩეჩილაძე გოგონას შეძენას ემოციურად ულოცავს.ნახეთ კადრები ↓

ჯანგველაძე

სამართალი 27 მაი 21:05

„უდიდეს პატივს ვცემდი...“ - რა თქვა ვაკეში მოკლული ბიზნესმენის საქმეზე დაკავებულმა სასამართლოზე

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღების ფაქტზე დაკავებულ პირს, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.როგორც ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე აღნიშნა, ის წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და მიიჩნევს, რომ ის „ერთი დღეც და ერთი წამითაც აქ არ უნდა იმყოფებოდეს“.მისივე თქმით, ლევან ჯანგველაძეს არ იცნობდა, მაგრამ პატივს სცემდა და მისთვის „ერთ-ერთი კარგი ქართველი ადამიანი იყო“.„არ ვაღიარებ ამ ბრალს, რაც ჩემს მიმართ არის წარდგენილი. ერთი დღეც და ერთი წამიც არ უნდა ვიმყოფებოდე აქ. როდესაც საგამოძიებო სამსახურმა დამიძახა, მითხრა, რომ მივსულიყავი საგამოძიებო სამსახურში, არც ერთხელ თავი არ ამირიდებია.ლევან ჯანგველაძეს არ ვიცნობდი, მაგრამ ქალაქიდან უდიდეს პატივსაც ვცემდი და ჩემთვის ერთ-ერთი კარგი ქართველი ადამიანი იყო. სამ ეპიზოდში მედება ბრალი: როდესაც იძახიან, დიღმელაშვილისთვის გადაცემის ფაქტს იარაღისო... ადამიანი, საერთოდ, არც კი დავიკითხე. საგამოძიებო სამსახურში გავიგე, რომ დიღმელაშვილი არის დაკავებული იმ ერთ-ერთი იარაღით, რომელიც მე დავკარგე. რაც შეეხება მამუკა ჟიჟილაშვილს, მე მაგ საკითხზე დავიკითხე. რაიმე სახის კი არა, მილიმეტრის მილიმეტრი არ მქონდა ამ ყველაფერთან შეხება“, - აღნიშნა წივწივაძემ პროცესზე.ინფორმაციისთვის, პროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2018-2019 წლებში ბრალდებულმა შეიძინა და შენახვის უფლებით დაირეგისტრირა სხვადასხვა ცეცხლსასროლი იარაღები, რომელთაგან სამი ცეცხლსასროლი იარაღი მართლსაწინააღმდეგოდ გაასაღა სხვადასხვა პირებზე. მათ შორის ერთ-ერთი ცეცხლსასროლი იარაღით 2025 წლის 14 მარტს ქ. თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მოკლეს ლევან ჯანგველაძე და მძიმედ დაჭრეს მისი მძღოლი.სამართალდამცველებმა ბრალდებული 2025 წლის 24 მაისს დააკავეს და მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეხუთე ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო გასაღება) სამი ეპიზოდი წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ოთო კაკაბაძე

საზოგადოება 27 მაი 20:53

„ყველა თამაშზე დადის, ბავშვივით უხარია ჩვენი გატანილი გოლები...“ - ვინ არის ოთარ კაკაბაძის მეორე ნახევარი

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და პოლონური „კრაკოვიას“ ქართველი მცველის, ოთარ კაკაბაძის პირადი ცხოვრება ფართო საზოგადოების ნაკლებად ცნობილია. მას ჰყავს მეუღლე, მარიამ ჩავლეიშვილი, რომელიც ფეხბურთელის თამაშებს მუდმივად ესწრება და გულშემატკივრობს.წყვილმა ერთმანეთი მეგობრების გარემოცვაში გაიცნო და საკონტაქტო ნომრები მალევე გაცვალა.„ჩემს ყველა თამაშზე დადის, ბავშვივით უხარია ჩვენი გატანილი გოლები... ყოველთვის ჩემს გვერდითაა,“ - ამბობს ფეხბურთელი.„ოთო, ძალიან მშვიდი და გაწონასწორებულია... ამით მაბალანსებს. მე ცოტა ემოციური ვარ, ის არის ძალიან მშვიდი, წყნარი... სახლში სულ სიჩუმეა, განსაკუთრებით მაშინ, თუ დაღლილია. ხმას არ ამოიღებს... თავისთვის არის და ვარჯიშისთვის ემზადება.ძალიან რთულია ოთოს დახასიათება. მასში ძალიან გამიმართლა. მართლა იშვიათად შემხვედრია ასეთი ადამიანი, მიუხედავად იმისა, რომ თბილისში ბევრ ადამიანთან მქონდა შეხება - სკოლა, უნივერსიტეტი... ყველასგან გამოვარჩევ...“ - ამბობს მარიამ ჩავლეიშვილი.წყვილს ერთი შვილი, იოანე ჰყავს.ვრცლად ↓

energo-pro georgia

რეგიონი 27 მაი 20:52

შუქი გაითიშება - „ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.„ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 28 მაისს 11:00-იდან 16:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მაღაროსკარი, ჩარგალი, მიგრიაულთა, ბარისახო, დათვისი, შუაფხო, ქალილო, ხომი და მიმდებარე სოფლებში; 12:00-იდან 18:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში საგურამო, არაშენდა, გალავანი, კოტორაანთკარი და მიმდებარე სოფლებში; 12:00-იდან 15:30 საათამდე აბონენტებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფლებში სტეფანწმინდა, გველეთი, გერგეთი და მიმდებარე სოფლებში; 14:50-იდან 18:30 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში სოფელ დიღომში ლუარსაბ ანდრონიკაშვილის, ქედის უბნის, ჯავახიშვილის და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.