ვიდეოები

1714474137

VIDEO: ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც მიმდინარე კვირაში ფინანსურად და პირად ურთიერთობაში კარგი პერიოდი ექნებათ

მნიშვნელოვანი და საყურადღებო მოვლენები, რომლებიც მიმდინარე კვირაში უნდა გავითვალისწინოთ - ეზოთერიკოს ანზორ ოდიშარიას პროგნოზი ზოდიაქოს თორმეტი ნიშნისთვის: ვრცლად ↓

ფული

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

სალტა

მსოფლიო 1714509632

VIDEO: "და ამას ცოლი წერს ქმარს?..." - შოკირებული მოსამართლე, როცა ადვოკატმა მოკლული ქალის მიერ დაწერილი წერილი წაიკითხა

ასტანაში, გრძელდება სკანდალური საქმის განხილვა. მალე დაიწყება ადვოკატების პაექრობა.ცოლის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული ყოფილი ჩინოვნიკის ადვოკატები ცდილობენ, დაამტკიცონ , რომ ქალი გამუდმებით ეჭვიანობდა და თავად იწვევდა ქმარს საჩხუბრად. ბიშიმბაევის ერთ-ერთმა ადვოკატმა სასამართლოზე წაიკითხა ახალგაზრდა ქალის ხელით გაკეთებული ჩანაწერი, სადაც, მათი აზრით, ჩანს, რომ ქალი აღიარებს საკუთარ ბრალს ადრინდელ შემთხვევებზე.„მე, სალტანატ ნუკენოვა, პირობას ვდებ, რომ ყველაფერს გავაკეთებ , რათა ნდობა აღვადგინო კუანდიკში, პირობას ვდებ, რომ ვენდობი, არ ვიეჭვიანებ, რომ რეგულარულად წავალ ფსიქოლოგთან, ვიმუშავებ საკუთარ თავზე, ვიქნები გულწრფელი, ვიქნები  მორჩილი, მოსიყვარულე და მზრუნველი ცოლი, რომელიც იცავს ოჯახურ კერას, არ ავფეთქდები, არ შევიგინებ და თუ მაინც ასეთი რამ მოხდება, ყველაფერს გაგებით შევხედავ, ვფიცავ. ვიცი, რომ კუანდეკს ჩემთვის მხოლოდ კარგი უნდა, პირობას ვდებ, რომ ვიზრუნებ მასზე, პატივს ვცემ, ყოველთვის მხარს დავუჭერ ჩემს საყვარელ კუანდიკს, ვიმუშავებ ჩემს ცნობიერების ამაღლებაზე, ვიზრუნებ ჩემს სახლზე და ჩვენს სიყვარულზე. ღმერთი დამეხმარება ყველაფერში“.წაკითხული ტექსტით გაოგნებული იყვნენ არა მხოლოდ სასამართლოს დამსწრე პირები, არამედ, თავად მოსამართლეც.  "ამას ცოლი წერს ქმარს? და ეს როგორ უნდა გავიგოთ, ეს როგორ უნდა გავიგოთ? პირველად მესმის, ცოლი ქმარს ასეთ რამეს წერდეს..." - მიმართა ადვოკატს გაოგნებულმა მოსამართლემ.ცნობისთვის, ასტანაში, ეკონომიკის ყოფილი მინისტრის კუანდიკ ბიშიმბაევის სასამართლო გრძელდება, კაცი ბრალდებულია მეუღლის, 31 წლის სალტანატ ნუკენოვას უკიდურესი სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაში.სალტანატი 2023 წლის 9 ნოემბერს გარდაიცვალა. იმ დღეს, ის და მისი მეუღლე კონცერტზე იმყოფებოდნენ, როგორც ცნობილია, მათ იკამათეს და საკონცერტო დარბაზი მალევე დატოვეს. შემდეგ კი ოჯახის კუთვნილ რესტორანში წავიდნენ და ვიაიპი-ოთახში შევიდნენ.სასამართლოზე წარმოდგენილი მასალებით, სალტანატი ქმართან გაშორებას გეგმავდა, ამბობდა, რომ მუდმივი ბულინგითა და ქმრის მხრიდან ძალადობით დაიღალა. როგორც ქალის ახლობლები ამბობენ, კუანდიკი ცოლს გამუდმებით სცემდა.მათივე თქმით, ყოფილი მინისტრი ცოლს რამდენიმე საათის განმავლობაში ჩაკეტილ ოთახში სცემდა და მხოლოდ მაშინ გაჩერდა, როდესაც გოგონამ გონება დაკარგა და ძირს დაეცა. როცა მამაკაცმა გააცნობიერა, რაც მოხდა, რესტორნის თანამშრომლები დაითხოვა და რესტორნის დირექტორს დაურეკა, რომელიც ასევე დაკავებული, მან ბიშიმბაევის მოთხოვნით, სალტანატის ტელეფონს ლოკაცია გამოურთო, რომ ოჯახს მისი მოძებნა ვერ შეძლებოდა.გოგონას ახლობლები ამბობენ, რომ ტრაგედიამდე რამდენიმე თვით ადრე ნათესავს ფოტოებიც კი გადაუგზავნა, როგორ იყო ნაცემი, ხოლო, როცა  ქმარმა ამის შესახებ გაიგო, კიდევ უფრო მეტად სცემა და აიძულა, ინტიმური შინაარსის ვიდეო გადაეღო.კუანდიკ ბიშიმბაევი სასამართლოში სიტყვით უკვე გამოვიდა. მან პატიება სთხოვა სალტანატ ნუკენოვას ახლობლებს. თუმცა, მან თქვა, რომ თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.სასამართლოში ჩვენება მისცა სასწრაფო დახმარების ექიმმა და საპატრულო პოლიციელმა.სასამართლოში ისაუბრა მოწმემ, რომელიც ნუკენოვას მკვლელობის ღამეს რესტორანში იმყოფებოდა. სასამართლოზე ჩვენება მისცა სამედიცინო ექსპერტმაც, რომელმაც დეტალურად აღწერა, რა დაზიანებები მიაყენა ბიშიმბაევმა სალტანატ ნუკენოვას და რამ გამოიწვია მისი სიკვდილი.მეორე ბრალდებულმა ბახიტჯან ბაიჯანოვმა მოყვა თავისი ვერსია, იმ დღის მოვლენების შესახებ, როდესაც სალტანატ ნუკენოვა გარდაიცვალა.სასამართლო სხდომა პირდაპირი ეთერით გადაიცემა.

აღდგომა წითელი კვერცხი

საზოგადოება 1714509492

როგორი ამინდი იქნება აღდგომის დღესასწაულზე თბილისსა და რეგიონებში

„პრაიმტაიმს“ მეტეოროლოგი, დოდო გვაზავა გრძელვადიან ამინდის პროგნოზს აცნობს.როგორც მეტეოროლოგი ამბობს, საქართველოში ამინდი იცვლება.„2 მაისიდან, საქართველოში ტემპერატურა იკლებს. შესაძლებელია, ამ დროს ტემპერატურა ოდნავ შენარჩუნდეს და მაქსიმალური ტემპერატურა 25 გრადუსი იყოს.აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთის რეგიონში, ეს თვე ისე მთავრდება, რომ მაქსიმალური ტემპერატურა, 27-29 გრადუსი იქნება.2-3 მაისს, მოსალოდნელია, 20-25 გრადუსი.5-6 მაისს, აღდგომის დღეს, იქნება არამდგრადი ამინდი. 6 მაისს, განსაკუთრებით დაიკლებს ტემპერატურა, იქნება წვიმა ელჭექით.5 მაისამდე, ტემპერატურას უფრო ვიგრძნობთ. 6 მაისიდან, 10 მაისამდე, იქნება ხანმოკლე წვიმა ელჭექით და არამდგრადი ამინდები შენარჩუნდება“,- გვითხრა დოდო გვაზავამ.

ლევან იოსელიანი

საზოგადოება 1714509340

სახალხო დამცველი მოუწოდებს საგამოძიებო უწყებებს, ჩაატარონ ეფექტიანი გამოძიება არაპროპორციული ძალის გამოყენების, ასევე მედიის წარმომადგენლების დაშავების ფაქტებზე - ომბუდსმენი

საქართველოს სახალხო დამცველი აქციაზე სპეციალური საშუალებების გამოყენების ფაქტს ეხმიანება:"საქართველოს სახალხო დამცველი ხაზგასმით მიუთითებს, რომ მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება საქართველოს კონსტიტუციით არის დაცული. თავის მხრივ, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის განმარტებით, „ძალადობა“ გულისხმობს შეკრების მონაწილეთა მხრიდან ფიზიკური ძალის გამოყენებას, რომლის შედეგადაც, მოსალოდნელია გარდაცვალება, ჯანმრთელობის ან საკუთრების სერიოზული დაზიანება. შესაბამისად, კომიტეტის მითითებით, ძალადობად არ უნდა ჩაითვალოს, მათ შორის, უბრალო მიწოლა ან ხელის კვრა. ამავდროულად, საგულისხმოა, რომ ცალკეულ პირთა ან პირთა მცირე ჯგუფის სიტყვიერი თუ ფიზიკური აგრესიის თუ ძალადობის აქტები არ აბათილებს იმ ადამიანთა შეკრების თავისუფლებას, რომლებიც მშვიდობიან ქცევას განაგრძობენ. მსგავს შემთხვევებში, ნებისმიერი სახის ჩარევა მიზნად უნდა ისახავდეს კონკრეტული ინდივიდების ძალადობრივ ქმედებებზე პასუხს და არა მთელი შეკრების დაშლას.სახალხო დამცველის შეფასებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან 2024 წლის 30 აპრილს, 23.36 წუთზე გაფრთხილების გაჟღერების დროისთვის და ამჟამადაც აქციას აქვს მშვიდობიანი ხასიათი და არ არსებობს მისი შეწყვეტისა და მის წინააღმდეგ ძალის გამოყენების საფუძველი. რაც შეეხება აქციის მონაწილეების მხრიდან მშვიდობიანი შეკრების ფარგლების გაცდენის შემთხვევაში, მათ მიმართ უნდა გატარებულიყო ინდივიდუალური - აუცილებელი და პროპორციული ღონისძიებები. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, სამართალდამცველებმა შეკრების მონაწილეების, მათ შორის, მშვიდობიანი მანიფესტანტების მიმართ სპეციალური საშუალებების გამოყენება დაიწყეს, რაც ეწინააღმდეგება უფლებაში აუცილებელი და პროპორციული ჩარევის სტანდარტს.სახალხო დამცველი მოუწოდებს საგამოძიებო უწყებებს, ჩაატარონ ეფექტიანი გამოძიება არაპროპორციული ძალის გამოყენების, ასევე მედიის წარმომადგენლების დაშავების ფაქტებზე,"- აღნიშნულია განცხადებაში. 

ფული

ჰოროსკოპი 1714508623

ნახეთ, მაისის იღბლიანი ზოდიაქოს ნიშნები, რომელსაც გაზაფხულის მესამე თვე დიდ ცვლილებებს ჰპირდება

ნახეთ, მაისის იღბლიანი ზოდიაქოს ნიშნები, რომელსაც გაზაფხულის მესამე თვე დიდ ცვლილებებს ჰპირდება:მორიელიროგორც ასტროლოგები ამბობენ, 2024 წლის მაისში მორიელებს პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები ექნებათ. თუ ჯერ კიდევ თავისუფალი ხართ, შესაძლოა, ამ თვეში შეხვდეთ ადამიანს, რომელიც თქვენს ცხოვრებაში ბედნიერებასა და საოცარ თავგადასავალს შემოიტანს.შესაძლოა, აღმოაჩინოთ, რომ ის ადამიანი, რომელსაც ეძებთ, თქვენთან იმაზე ახლოსაა, ვიდრე წარმოიდგენდით… გარდა ამისა, თუ ურთიერთობაში ხართ და უთანხმოებები გაქვთ, ამ თვეში საერთო ენის გამონახვასა და ურთიერთობის აღდგენის დიდი შანსი გაქვთ. პირად ცხოვრებაში პოზიტიური ცვლილებები ყველა სფეროზე დადებითად აისახება, გახდებით უფრო მეტად მოტივირებული და წარმატებების მიღწევას შეძლებთ.მერწყულიშესაძლოა, წინა პერიოდები თქვენთვის განსაკუთრებით დაძაბული და ემოციურად დატვირთული იყო და ძალიან გადაიღალეთ. როგორც ასტროლოგები ამბობენ, 2024 წლის მაისს თქვენთვის რთული დღეების საპასუხოდ არაერთი სიახლე მოაქვს. ახლა გექნებათ შანსი, განახორციელოთ ის პროექტები და ჩაერთოთ იმ საქმეებში, რომლებზეც ოცნებობდით და აქამდე დრო და მოტივაცია არ გყოფნიდათ. შესაძლოა, თქვენი ჰობი მომგებიან საქმედ გადაიქცეს, საბოლოოდ დაემშვიდობოთ იმ ურთიერთობებსა და გარემოს, რომლებსაც თქვენთვის ბედნიერება აღარ მოაქვს.შეგიძლიათ, ახალი ცოდნისა და უნარების გამომუშავებაზე დაფიქრდეთ და დაიწყოთ სწავლა, მასტერკლასებისა და ტრენინგების გავლა. წინ წარმატებული და მრავალფეროვანი დღეები გელით. სრულად იგრძნობთ თავისუფლებას, იქნებით ბევრად უფრო თავდაჯერებული და საკუთარი შესაძლებლობების გამოხატვას შესანიშნავად შეძლებთ. სრულად

horo

საზოგადოება 1714508385

რა ელით ზოდიაქოს ნიშნებს მაისის პირველ კვირაში

ვერძიმშვიდობიანად დაასრულეთ დაწყებული პროექტები. შედეგების შეფასების პერიოდია. მოერიდეთ ურთიერთობების დაძაბვას და კავშირის გაწყვეტას საქმიან პარტნიორებთან. კვირის ბოლოს შეგიძლიათ ჩამოწეროთ სამომავლო გეგმები. კუროაქტიური და ჯიუტი ხართ, სასურველის მიღწევა გსურთ. მოგინდებათ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება. კარგი იქნება ვარჯიში და დიეტის დაცვა. იყავით რომანტიკული საყვარელი ადამიანის მიმართ.ტყუპიმოერიდეთ დაპირისპირებას გარშემო მყოფებთან, კონფლიქტს. გაფრთხილდით, არ გახდეთ ილუზიების, მოტყუების მსხვერპლი. შემოგიტევთ სიზარმაცე და განმარტოება მოგინდებათ. უქმეები სიმშვიდეში, ქალაქგარეთ გაატარეთ.კირჩხიბიგახშირდება მეგობრული შეხვედრები. შეიძლება ზოგიერთი პროექტი მათი დახმარებით განახორციელოთ. პირადი ცხოვრების გასაუმჯობესებლად არ გადადგათ დაუფიქრებელი ნაბიჯი. გაფრთხილდით ფულადი გადარიცხვებისას.ლომიახალი ინფორმაციების მიღების პერიოდი გაქვთ. შეიძლება ახალი საქმიანი პარტნიორებიც გაიჩინოთ და გაფრთხილდით, არ გახდეთ ტყუილების, შეთქმულების მსხვერპლი. ყველა ამბიციური პროექტი მომავალი კვირიდან განახორციელეთ.ქალწულიგააუმჯობესეთ დამოკიდებულება უცხოელ პარტნიორებთან. შეიძლება საქმიანობის გაგრძელება საზღვარგარეთ მოინდომოთ. მშვიდად და გააზრებულად იმოქმედეთ. კვირას ჩამოწერეთ სამომავლო საქმეების სია. მეტი დრო დაუთმეთ სწავლას.სასწორიგაერკვევით თქვენთვის მნიშვნელოვან საქმეებში. შეიძლება გამოიძიოთ რამე. მოერიდეთ ფულის ფლანგვას. უმჯობესია ფინანსები სარფიან ბიზნესში, ძვირად ღირებულ ნივთებში დააბანდოთ. დაგაინტერესებთ ეზოთერიკული ლიტერატურა ან დეტექტივები.მორიელიგააუმჯობესეთ დამოკიდებულება საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან. აკონტროლეთ ემოციები. მოაწესრიგეთ საბუთები. დაასრულეთ დაწყებული საქმეები. იყავით დაკვირვებული ფინანსებთან. უქმეებზე არაფერი მნიშვნელოვანი არ მოიმოქმედოთ.მშვილდოსანიურთიერთობაში მეტად გამოავლინეთ დიპლომატიურობა. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. კარგი იქნება, თუ დაიწყებთ ვარჯიშს, დიეტას, გათავისუფლდებით მავნე ჩვევებისგან. უქმეებზე გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან.თხის რქაკარგად შესრულებული საქმისთვის მიიღებთ შექებას, ჯილდოს. იყავით მომართული რომანტიკული სფეროს გაუმჯობესებაზე; საყვარელ ადამიანთან ერთად დაესწარით კულტურულ ღონისძიებებს. უქმეები შვილებთან ერთად გაატარეთ. კვირას ჩამოწერეთ სამომავლო საქმეების სია.მერწყულიდაუთმეთ დრო საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას. მოიცილეთ ყველა უსარგებლო ნივთი. მეტი დრო გაატარეთ მშობლებთან ერთად. შეადგინეთ საოჯახო ბიუჯეტი. უქმეები სასიამოვნო გარემოში გაატარეთ, ჩამოწერეთ სამომავლო მიზნები.თევზებისაინტერესო მოვლენების კვირა დაგიდგათ. დაასრულეთ დაწყებული პროექტები, რათა მომავალი კვირიდან ახლები და პერსპექტიულები დაიწყოთ. გაფრთხილდით, რომ არ გახდეთ ილუზიების, ტყუილების მსხვერპლი.