სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლის გამოყენება დაიწყო

ჭავლი

სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლის გამოყენება დაიწყო. აქციის მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა.

მანამდე პარლამენტის უკანა შესასვლელთან პოლიციამ ე.წ. წიწაკის სპრეი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გამოიყენა.  სამართალდამცველები, მათ შორის სპეცრაზმი ტერიტორიის აქციის მონაწილეებისგან გაწმენდას ამ დრომდე ცდილობდნენ.