საქართველოში ახალი თაღლითური სქემა მოქმედებს... - რა უნდა იცოდეთ
1780865182
მეცნიერების თქმით, Wi-Fi -ის როუტერებს, რომლებიც სახლში ყველას გვაქვს, სხეულის სკანირება და ადამიანის სხეულის იდენტიფიცირება შეუძლია. სპეციალისტების განმარტებით, ისინი ჩვეულებრივი კამერების მსგავსად მუშაობენ, უბრალოდ ამ შემთხვევაში პიროვნების ამოსაცნობად სინათლის ტალღების ნაცვლად რადიოტალღები გამოიყენება.
ნაშრომის ავტორებმა ე.წ. მანქანური დასწავლის სისტემები გამოიყენეს. შედეგად მათ ინდივიდები 99,5%-იანი სიზუსტით ამოიცნეს. იმ შემთხვევაშიც კი, როცა ცდის პირები სიარულისა და დგომის მანერას იცვლიდნენ ან გარკვეული საგნები ჰქონდათ თან (მაგალითად, ზურგჩანთები), სისტემამ მათი ვინაობის დადგენა მაინც 50-60%-იანი სიზუსტით შეძლო.
საკითხი უფრო მეტ შესწავლას საჭიროებს, თუმცა მეცნიერები მიღებული შედეგებით შეშფოთებულები არიან. ისინი კომპანიებს მოუწოდებენ ადამიანების უსაფრთხოებაზე მეტი ყურადღება გაამახვილონ.