„სასწრაფოდ გადააზიარეთ...“ - ბათუმში, 4 წლის ბიჭი მშობლებს ეძებს
1746212437
25 აპრილს აშშ-ში სტუდენტებმა, არც მეტი და არც ნაკლები, სპერმატოზოიდების რბოლა გამართეს. მოწინააღმდეგეები და მაყურებლები ლოს ანჯელესის ჰოლივუდის პალადიუმში შეიკრიბნენ და იშვიათი მოვლენის მომსწრენი გახდნენ.
ორგანიზატორები ამბობენ, რომ სპერმის უჯრედები "მსოფლიოში ყველაზე პატარა" სარბოლო ბილიკზე მოძრაობდნენ. ეს ბიოლოგიური მასალა განათავსეს 20-სანტიმეტრიან მიკროსკოპულ ბილიკზე, რომელიც რეპროდუქციული სისტემისთვის დამახასიათებელ ქიმიურ სიგნალებსა და სითხის დინამიკას იმეორებდა. სპერმატოზოიდების გადაადგილებას თვალს მიკროსკოპის მეშვეობით ადევნებდნენ, დამსწრეებს კი ამ პროცესს სამგანზომილებიანი ანიმაციის სახით აჩვენებდნენ.
ერთმანეთს ორი სტუდენტი შეეჯიბრა — 20 წლის ტრისტან მიკელი და 19 წლის აშერ პროიგერი. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ექიმების მიერ შეფასდა. ერთ-ერთმა ახალგაზრდამ აღნიშნა, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობს, არ ეწევა და იშვიათად სვამს. თავად რბოლის იდეა 17 წლის ერიკ ჟოუს ეკუთვნის, რომელმაც ღონისძიებისთვის 1 მილიონ აშშ დოლარზე მეტი თანხა მოიზიდა.
ამ იდეით სერიოზული პრობლემის ხაზგასმა სურდათ — კაცების უნაყოფობის.
რბოლაში სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის სტუდენტ ტრისტან მიკელის სპერმის უჯრედებმა გაიმარჯვა. მან პრიზად 10 000 აშშ დოლარი მოიგო.
კვლევებით მართლაც დასტურდება, რომ მსოფლიოს მასშტაბით სპერმის რაოდენობა იკლებს. ამის მიუხედავად, მეცნიერები უფრო დიდ ყურადღებას ამ უჯრედების ხარისხზე ამახვილებენ. ასეა თუ ისე, კაცების ნაყოფიერების პრობლემა ბოლო დროს მემარჯვენეებისა და ულტრამემარჯვენეების განხილვის საგნად იქცა და ღონისძიების ორგანიზატორები მათ ემიჯნებიან.