როგორი იქნება სამყაროსთვის 2026 წელი, ვანგას წინასწარმეტყველების მიხედვით
1768939222
როცა ადამიანს ინსულტი დაემართება, სტანდარტული მკურნალობა, რომელიც სისხლის მიმოქცევას აღადგენს, განაპირობებს სიცოცხლის გადარჩენას, მაგრამ ამავე დროს შეუძლია დამატებითი ზიანის მოტანაც — ზიანის, რომლისგან დაცვასაც ახალი, ინექციური ნანომასალა გვპირდება.
რეგენერაციული მასალა, სახელად IKVAV-PA (შემოკლებით), აშშ-ის ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტის მკვლევრებმა შექმნეს. წინა ცდებში, რომლებიც ზურგის ტვინის დაზიანების მქონე თაგვზე ჩატარდა, მან ქსოვილი აღადგინა. ამჯერად ის დატესტეს თაგვზე, რომელსაც ინსულტის ყველაზე გავრცელებული ტიპი — მწვავე იშემიური ინსულტი ჰქონდა.
მკურნალობის საკვანძო მასალაა სუპერმოლეკულური თერაპიული პეპტიდები (STP), მეტსახელად „მოცეკვავე მოლეკულები“, რაც იმის მიხედვით უწოდეს, როგორ დინამიკურადაც მოძრაობენ მათი ბიოლოგიური ნაწილები. ამის გამო, ისინი უფრო ადაპტირებადი და უნივერსალურები არიან, როცა სამიზნე უჯრედებთან ურთიერთქმედებენ.
კიდევ ერთი ინოვაცია იყო სისტემური მიწოდების გამოყენება — სისხლის მიმოქცევაში მოლეკულების შეყვანა. ეს სწრაფი და მარტივია და გაცილებით ნაკლებად ინვაზიურია, ვიდრე მათი პირდაპირ ტვინში შეყვანა.
„სისტემური მიწოდების მექანიზმი და ჰემატოენცეფალური ბარიერის (სისხლი-თავის ტვინის ბარიერი) გადალახვის უნარი მნიშვნელოვანი წინსვლაა, რომელიც ასევე შეიძლება გამოდგეს ტვინის ტრავმული დაზიანებებისა და ისეთი ნეიროდეგენერაციული დაავადებების სამკურნალოდ, როგორიც არის ამიოტროფიული გვერდითი სკლეროზი“, — ამბობს მასალების მეცნიერი სამუელ სტუპი.
თაგვებზე ჩატარებულ ტესტებში, პირველი წარმატება პრეპარატის ტვინში სისხლის მიმოქცევის გზით შეღწევა იყო. ამას გარდა, მინიმალური აღმოჩნდა გვერდითი ეფექტები და რაიმე ფართო დარღვევები, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მკურნალობამ მართლაც მიაღწია ინსულტის კერას.
თაგვებს, რომლებსაც თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის აღდგენის შემდეგ ბიომასალა შეუყვანეს, აღენიშნათ ტვინის ქსოვილის ნაკლები დაზიანება, ანთების ნაკლები ნიშანი და იმუნური სისტემის საზიანო რეაგირების ასევე ნაკლები ნიშანი იმ თაგვებისგან განსხვავებით, რომლებსაც არ უმკურნალეს.
IKVAV-PA-ს მთავარი საქმე არის ნერვული უჯრედების წახალისება, რათა დაზიანების შემდეგ საკუთარი თავი აღიდგინონ და ამავე დროს, მინიმუმამდე დაიყვანონ ანთება. ანთება რეალური რისკია, რადგან სხეული აგრძელებს რეაგირებას თავის სისხლის მიმოქცევის თავდაპირველ დაბლოკვაზე.
„მას შემდეგ, რაც სისხლის მიმოქცევა დაიბლოკება, ხდება საზიანო მოლეკულათა აკუმულირება; ხოლო როცა თრომბს უცებ მოაშორებ, ყველა ეს „ცუდი აქტორი“ სისხლის მიმოქცევის სისტემაში თავისუფლად ვრცელდება და იწვევს დამატებით დაზიანებას. თუმცა, „მოცეკვავე მოლეკულებს“ თან დააქვთ გარკვეული ანთების საწინააღმდეგო აქტივობა, რითაც ამ ეფექტებს ებრძვიან და ამავე დროს, ნერვულ ქსელებს აღდგენაში ეხმარებიან, — ამბობს სტუპი.
ინსულტის შემდეგ პაციენტების მკურნალობა წარმოუდგენლად დელიკატური დაბალანსების პროცესია. მას შემდეგ, რაც თრომბი მიერ თავის ტვინისკენ მიმავალ სისხლს დაბლოკავს, სისხლის მიმოქცევის აღდგენა გადამწყვეტია, მაგრამ ამას შეიძლება თან მოჰყვეს თანმხლები ზიანი და გრძელვადიანი უნარშეზღუდულობა.
უფრო მეტად განვითარებით, შეიძლება მივიღოთ მეორადი მკურნალობის მეთოდს, რომელსაც სისხლის მიმოქცევის აღდგენასთან ერთად გამოვიყენებთ. რა თქმა უნდა, ამის დატესტვა ადამიანებზე იქნება საჭირო და თანაც დიდი ხნის განმავლობაში, რათა შეფასდეს გრძელვადიანი უსაფრთხოება და გამოსადეგობა.
ინსულტი წელიწადში ათეულობით მილიონ ადამიანს ემართება. მიუხედავად იმისა, რომ გადარჩენის მაჩვენებელი შედარებით მაღალია, ყოველწლიურად მაინც იწვევს მილიონობით ადამიანის სიკვდილს, კიდევ უფრო მეტს კი უნარშეზღუდულს ტოვებს. IKVAV-PA-მ ეს რიცხვები შეიძლება შეცვალოს.