,,ეს სიმპტომი არასდროს უგულებელყოთ…” - გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება
1769162940
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში შემოტანის ბრალდებით, ირანის მოქალაქე - 1981 წელს დაბადებული ა.რ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ბრალდებულის პირადი და ხელბარგის შემოწმებისას, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონის“ შემცველი 30 აბი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.