1788370800
პოლონელმა ყინულიან წყალში საათი და 9 წამი გაატარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
პოლონელმა დამიან კასპშიკმა კაცებს შორის ყინულიან წყალში ყოფნის ხანგრძლივობის მსოფლიო რეკორდი დაამყარა. მისმა შედეგმა საათი და 9 წამი შეადგინა. გინესის რეკორდების წიგნმა ეს მიღწევა ოფიციალურად დარეგისტრირა.
კასპშიკმა გააუმჯობესა წინა რეკორდი (58 წუთი), რომელიც გასულ წელს მისმა თანამემამულემ, ვალერიან რომანოვსკიმ დაამყარა. 41 წლის სპორტსმენისთვის, რომელსაც „ყინულის მეფეს“ ეძახიან, ეს მესამე მსოფლიო მიღწევაა. მანამდე მან 5 საათზე მეტი გაატარა ყინულიან კაბინაში, 2026 წლის ივლისში კი ორ საათზე მეტხანს თოვლის ქვეშ იმყოფებოდა.
ახალი ჩაყვინთვა ათლეტს წინა გამოცდებზე უფრო გაუჭირდა. კასპშიკმა ეს თავიდან სითბოს სწრაფი დაკარგვით ახსნა. სიტუაცია აღჭურვილობის გაუმართაობამაც გაართულა, რის გამოც მან გარკვეული დროით გუნდთან კავშირი დაკარგა. სირთულეების მიუხედავად, ექსტრემალი მკაცრ პირობებში ახალ გამოცდებში მონაწილეობის მიღებას გეგმავს.
ქალებს შორის ყინულიან წყალში ყოფნის რეკორდსმენი ასევე პოლონეთის მოქალაქე მარია ბოდაია. 2025 წლის 19 დეკემბერს მან ყინულიან წყალში 1 საათი და 38 წამი გაატარა, რაც კასპშიკის შედეგს აღემატება.








