„მძღოლმა გადმოსვლა ვერ მოასწრო და დაიღუპა“ - ტრაგედია სოფელ შამგონაში
1794216848
შესაძლოა, ნაწლავის ქრონიკული დაავადებების პირველი ნიშნები ორგანიზმში მაშინ ჩნდებოდეს, როდესაც ადამიანს ჯერ კიდევ არ აქვს საჭმლის მომნელებელ სისტემასთან დაკავშირებული ჩივილები. ახალი კვლევის თანახმად, სისხლში არსებული ანტისხეულების ცვლილებებმა შესაძლოა კრონის დაავადებისა და წყლულოვანი კოლიტის განვითარების რისკი დიაგნოზის დასმამდე დაახლოებით 10 წლით ადრე გამოავლინოს.
მეცნიერებმა შეისწავლეს 500 ადამიანის დაახლოებით 2 000 სისხლის ნიმუში. მათ შორის იყვნენ ადამიანები, რომლებსაც მოგვიანებით კრონის დაავადება ან წყლულოვანი კოლიტი განუვითარდათ, ასევე ჯანმრთელი მონაწილეები.
კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა სისხლში სხვადასხვა ვირუსისა და ბაქტერიის მიმართ წარმოქმნილი ანტისხეულები შეისწავლეს. აღმოჩნდა, რომ იმ ადამიანების იმუნურ სისტემაში, რომლებსაც მომავალში ნაწლავის ანთებითი დაავადებები განუვითარდათ, გარკვეული ცვლილებები დიაგნოზამდე წლების განმავლობაში შეინიშნებოდა.
განსაკუთრებით საინტერესო იყო კრონის დაავადების შემთხვევები: მკვლევრებმა აღმოაჩინეს ეპშტეინ-ბარის ვირუსისა და ზოგიერთი ბაქტერიის მიმართ ანტისხეულების მომატებული მაჩვენებლები. წყლულოვანი კოლიტის განვითარების შემთხვევაში კი იმუნური სისტემის განსხვავებული ცვლილებები დაფიქსირდა.
მეცნიერების განმარტებით, ეს შედეგები მიუთითებს, რომ ნაწლავის ანთებითი დაავადებები შესაძლოა დიაგნოზის დასმამდე დიდი ხნით ადრე იწყებოდეს და ორგანიზმში გარკვეული ბიოლოგიური ცვლილებები მიმდინარეობდეს.