საპენსიო ფონდი ინფორმაციას ავრცელებს
1789069156
NASA-მ ახალი რაკეტის Space Launch System (SLS) მთვარისკენ პირველ ფრენამდე ტექნიკური წუნის გამო გადადო.
გამოცემის ინფორმაციით, ფრენა თბილისის დროით 16:33 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა რაკეტის 4 ძრავიდან ერთ-ერთი საკმარისად ვერ გაცივდა. სპეციალისტები პრობლემის მოგვარებაზე მუშაობდნენ, თუმცა NASA-ს ფრენის დასაწყებად მხოლოდ 2-საათიანი ფანჯარა ჰქონდა. წუნის გამოსწორება არსებულ დროში ერ მოხერხდა, ამიტომ სტარტი გაუქმდა. SLS-ის სტარტის მორიგი მცდელობა სავარაუდოდ 2 სექტემბერს განხორციელდება.
SLS-ი ყველაზე ძლიერი რაკეტაა, რაც კი ამერიკის კოსმოსურ სააგენტოს ამ დრომდე შეუქმნია. სწორედ ამ გიგანტური რაკეტით იგეგმება პროექტის Artemis განხორციელება, რომლის მიზანიც მთვარის ზედაპირზე ადამიანების გაგზავნაა.
საპენსიო ფონდი ინფორმაციას ავრცელებს
1789069156
ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ
1789070415