სპეცოპერაცია იტალიაში - დაკავებულია მინდია ლავასოღლი
1748638577
3D-მოდელირების სპეციალისტმა სისერო მორაესმა კომპოზიტორ ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის გარეგნობა პირველად აღადგინა.
რეკონსტრუქციისთვის გამოიყენეს ბეთჰოვენის თავის ქალის ფოტოები, რომლებიც 1863 წელს ბონის მუზეუმის დაკვეთით გადაიღეს, ასევე 1888 წელს შეგროვებული აზომვები. თავის ქალა გადაიყვანეს 3D-მოდელში ტომოგრაფიისა და ევროპელებში რბილი ქსოვილების სისქის მონაცემების დახმარებით.
ამის შემდეგ მორაესმა მოდელში დაამატა დეტალები: თმა, ტანსაცმელი და სახის გამომეტყველება - 1820 წლის იოზეფ კარლ შტილერის პორტრეტზე დაყრდნობით. ზოგიერთი ელემენტი დამატებით დაამუშავა ნეიროქსელმა.
ბეთჰოვენს აღწერდნენ როგორც მკაცრ, ჩაკეტილ და დაუდევარ ადამიანს. ბრიტანელი დირიჟორის, მარკ ვიგლსვორტის აზრით, ბეთჰოვენის ხასიათის გაუარესება სმენის დაკარგვას უკავშირდება. თუმცა, დირიჟორი აღნიშნავს, რომ კომპოზიტორს შეეძლო ყოფილიყო მზრუნველი და მხიარულიც.
მორაესის თქმით, ბეთჰოვენის შინაგანი დაძაბულობა მჭიდროდ იყო დაკავშირებული მის გამორჩეულ შრომისუნარიანობასთან. ის ხაზს უსვამს, რომ კომპოზიტორი მუსიკაში პოულობდა მხარდაჭერას და ცხოვრების სირთულეებს შრომის მეშვეობით უმკლავდებოდა.