ჩვილებს უფრო მეტი ძვალი აქვთ, ვიდრე ზრდასრულებს - აი რატომ

ჩვილი ბავშვი

 ჩვილებს დაახლოებით 100-ით მეტი ძვალი აქვთ, ვიდრე მოზრდილებს. ეს ნიშნავს, რომ ზრდის პროცესში ჩვენს ორგანიზმში ხდება რაღაც, რაც ძვლების რაოდენობის შემცირებას იწვევს. საბოლოოდ, უკვე მომწიფებულ ადამიანს ჩონჩხის შემადგენელი 206 ასეთი ნაწილი რჩება, როცა ბავშვობაში მათი რაოდენობა 275-300 იყო.

მაინც რა იწვევს ასეთ ცვლილებას?

პირველ რიგში, გასათვალისწინებელია, რომ ბუნებრივად დაბადებისას საშოდან გამოსასვლელად სხეულის მოქნილობაა საჭირო. ჩვილებს რომ ზრდასრულთა მსგავსი — გრძელი და მაგარი — ძვლოვანი აგებულება ჰქონდეთ, ეს უბრალოდ შეუძლებელი იქნებოდა. მათ პირიქით, უფრო პატარ-პატარა ფრაგმენტებად დაყოფილი ჩონჩხი აქვთ, რომელთა ნაწილიც დრეკადი ხრტილოვან შედგება.

მარტივად მიხვდებით, ასეთ ანატომიურ სტრუქტურაში რა იგულისხმება, თუ ახალშობილთა თავის შუაში არსებულ ყიფლიბანდს გაიხსენებთ. ესაა რბილი უბანი, რომლის მიმდებარედაც ჯერ კიდევ გაუძვალებელი ქსოვილია. ჩვილებს თავის ქალის 5 მთავარი ძვალი აქვთ, მათ შორის სივრცეს კი სწორედ ყიფლიბანდი ავსებს. სიცოცხლის პირველი ან ორი წლის განმავლობაში ის ნელ-ნელა იხურება და ბავშვს ბოლოს მაგარი და ერთიანი თავის ქალა უყალიბდება.

 სხეულში დარჩენილი ხრტილოვანი სტრუქტურები ბავშვობის ადრეულ პერიოდში ძვლად იქცევა, რასაც ოსიფიკაცია ეწოდება. ამის პარალელურად, მოკლე ძვლები ერთმანეთს ერწყმის და გრძელ, მაგარ ძვლებს ქმნის. თითოეული ინდივიდის შემთხვევაში ეს სხვადასხვა დროით ინტერვალში ხდება, მაგრამ ყველა ზრდასრულში ძვლების საერთო რაოდენობა მაინც 206-ია.

აღსანიშნავია, რომ ოსიფიკაცია ჯერ კიდევ 8 კვირის ნაყოფში იწყება და ზრდასრულობაშიც მიმდინარეობს, როცა დაზიანებული ძვლის აღდგენაა საჭირო. ოსიფიკაცია ორი სახისაა: მემბრანათშორისი, როცა შემაერთებელი ქსოვილი ძვლად გარდაიქმნება, და ენდოქონდრული, რა დროსაც ძვლოვანი ქსოვილი ჰიალინური ხრტილის თავზე ეტაპობრივად იზრდება. შუაში ხრტილი იშლება და მხოლოდ ძვალი რჩება.

ამ ორივე პროცესში ოსტეობლასტისსახელით ცნობილი უჯრედები მონაწილეობს, რომლებიც ძვლის მატერიას წარმოქმნის — ის კოლაგენის მსგავს ცილებსა და კალციუმის მაგვარ მინერალებს შეიცავს. ძვლების შუა არეალი, დიაფიზი, ზომაში ენდოქონდრული ოსიფიკაციისნაირი პროცესისას იზრდება.

იმის გამო, რომ ბავშვების ჩონჩხი ეს ყველაფერი მიმდინარეობს, მათში ძვლების დაზიანებები უფრო მარტივად იკურნება და ნაკლებ რისკთანაა დაკავშირებული, ვიდრე ზრდასრულებში.