-15 ქულა და ფულადი ჯარიმა - მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის
1757611639
ალბანეთი, შესაძლოა, გახდეს პირველი სახელმწიფო მსოფლიოში, სადაც მინისტრის თანამდებობა ხელოვნურ ინტელექტს გადააბარეს. როგორც Reuters-ი წერს, ნეირონული ქსელის ბოტი სახელად დიელა დაინიშნა სახელმწიფო შესყიდვების მინისტრად.
„დიელა არის პირველი მინისტრთა კაბინეტის წევრი, რომელიც ფიზიკურად არ არსებობს და ხელოვნური ინტელექტის მიერ ვირტუალურად არის შექმნილი,“ — განაცხადა ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა ედი რამამ მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობის წარდგენისას.
პრემიერის თქმით, ვირტუალური მინისტრი დაეხმარება ალბანეთს გახდეს ქვეყანა, სადაც სახელმწიფო ტენდერები 100%-ით თავისუფალია კორუფციისგან. როგორც Reuters წერს, კორუფცია სახელმწიფო კონტრაქტებში ალბანეთში ხანგრძლივი პრობლემაა და ხშირად ხდება პოლიტიკური სკანდალების წყარო. ეს პრობლემა ერთ-ერთი მთავარი ბარიერიც გახდა ალბანეთისთვის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.
ჯერ უცნობია, ვინ იქნება პასუხისმგებელი დიელას საქმიანობის რეალურ ზედამხედველობაზე — მით უმეტეს, რომ ნეირონულ ქსელებთან ყოველთვის არსებობს პროგრამული მანიპულაციების რისკი.
თავად დიელა 2025 წლის დასაწყისში უკვე დაინერგა როგორც ვირტუალური ასისტენტი პლატფორმაზე e-Albania, სადაც ის მოქალაქეებს ეხმარება სახელმწიფო დოკუმენტების მიღებაში. ბოტს გააჩნია ავატარი — ქალი, ტრადიციულ ალბანურ ტანსაცმელში.
საინტერესოა, რომ თავად ალბანელების ნაწილი სკეპტიკურად უყურებს ბოტის უნარს, რეალურად დაძლიოს სახელმწიფო კორუფცია.