ნინი ნებიერიძე გარდაცვლილ მეუღლეს, ბიზნესმენ თემურ უგულავას ემოციური პოსტით ემშვიდობება
1782766445
სამხრეთ ფლორიდის უნივერსიტეტის მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ტოქსინები, რომლებსაც პატარა საზღვაო ორგანიზმები გამოიმუშავებენ, შესაძლოა, მელანომის სამკურნალოდ იყოს გამოყენებული.
The Guardian-ის ცნობით, მეცნიერებმა ანტარქტიდაში ექვსკვირიანი ექსპედიცია ჩაატარეს. მათ იქ ასციდიების - უხერხემლო ცხოველების ნიმუშები შეაგროვეს, რომლებიც უფრო მეტად ცნობილია, როგორც „ზღვის შხეფები“. ისინი ყინულოვან წყლებში ბინადრობენ.
ქიმიის პროფესორმა ბილ ბეიკერმა განაცხადა, რომ ტოქსინებმა, რომლებსაც ეს ორგანიზმები მტაცებლებისგან თავდასაცავად გამოიმუშავებენ, თაგვებზე ჩატარებული კვლევის დროს, მელანომის უჯრედები გაანადგურეს.
„კარგი ამბავი ის არის, რომ ამ ნივთიერებას თაგვები არ დაუხოცავს. მან მათი კიბო გაანადგურა, ასე რომ, ჩვენ ვიცით, რომ ტოქსინს აქვს ფიზიოლოგიური თვისებები, რათა იმოქმედოს როგორც წამალმა. გვჭირდება მასალა, რათა ჩავატაროთ უფრო მასშტაბური კვლევა თაგვებზე, შესაძლოა გადავიდეთ ცხოველების სხვა მოდელებზეც და თუ უსაფრთხოებას დავამტკიცებთ, მაშინ შევძლებთ ადამიანებზე გამოცდის დაწყებას“, - თქვა პროფესორმა.
ბეიკერმა აღნიშნა, რომ პრეპარატის შექმნის გზა გრძელი იქნება.