ვინ არის ილია თოფურიას ულამაზესი პარტნიორი და როგორია მათი სიყვარულის ისტორია

ილია თოფურიას რჩეული

დღეს, 2024 წლის 18 თებერვალს, ალექსანდრე ვოლკანოვსკის დამარცხების შემდეგ, ილია თოფურია 27 წლის ასაკში UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონი გახდა.

ილია თოფურიას ერთ-ერთი ყველაზე დიდი გულშემატკივარი მისი მეგობარი გოგონა, ჯორჯინა უზკატეგუია.

ინსტაგრამზე, სადაც ჯორჯინას 200 ათასი გამომწერი ჰყავს, წყვილი ხშირად აზიარებს სასიყვარულო პოსტებსა და ერთობლივ კადრებს. როგორც უცხოური მედია წერს, ილიამ და ჯორჯინამ იქორწინეს, თუმცა ეს ქორწილი გასაიდუმლოებული იყო და დეტალები მის შესახებ უცნობია.

ჯორჯინა მარკეტინგის სპეციალისტია. მან 2022 წელს საკუთარი კომპანია “Future and Energy” დააარსა.

ჯორჯინა ილია თოფურიას დიდი გულშემატკივარია და ის არასდროს ტოვებს საყვარელი ადამიანის ბრძოლებს. სატიტულო ბრძოლის დროსაც მის გვერდით იყო და შავი ქამარი ილიას პირველმა მიულოცა.

თო­ფუ­რი­ა­სა და ჯორ­ჯი­ნას სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რია, რო­გორც თვი­თონ ამ­ბო­ბენ, შემ­თხვე­ვით და­ი­წყო. მათი თქმით, ერთ-ერთ ვახ­შამ­ზე შეხ­ვდნენ ერ­თმა­ნეთს და იმ წა­მი­დან­ვე გაჩ­ნდა სიყ­ვა­რუ­ლი.

"ვახ­შამ­ზე შევ­ხვდი, ვი­ფიქ­რე, რა ლა­მა­ზი გო­გოა. ის ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო სა­ჩუ­ქა­რია, რაც ღმერ­თმა მარ­გუ­ნა“, - ამ­ბობს ილია ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში.