VIDEO: „ვერ დავეთანხმები ადამიანებს, რომლებიც ამბობენ, რომ დედისერთები ეგოისტები არიან“ – სალომე გოგიაშვილი

salome

სალომე გოგიაშვილი გადაცემაში „სხვა რაკურსი“ იმყოფებოდა სტუმრად, სადაც პირადსა და ბავშვობაზე ისაუბრა. ტელეჟურნალისტის თქმით, არ ეთანხმება მოსაზრებას, რომლის მიხედვით დედისერთები ეგოისტები არიან.

„მართლა ძალიან კარგი დედა მყავს. კარგი მამა მყავდა ძალიან, ბებია მყავდა საოცარი, ცოტათი უფრო მეტად მიყვარდა ვიდრე დედა. ბებიის გაზრდილი ვარ, ის ფუსფუსი სახლური, ოჯახური ძალიან კარგი იყო. ბებია გურული იყო. ისედაც ოჯახში ერთი ვიყავი, სანათესავოშიც ერთადერთი შვილიშვილი ვიყავი, არ მაკლდა არავის სითბო. იმდენად ვაკუუმში ხვდები, როცა დამოუკიდებელი ხდები უცბად რომ გადიხარ, აანალიზებ რომ ადამიანები შენნაირი არ იყოს. სირთულეებს ეჯახები და რთულია. ვერ დავეთანხმები ადამიანებს, რომლებიც ამბობენ, რომ დედისერთები ეგოისტები არიან. ჩემგან ეს ძალიან შორია.

თუ კი რამე ფიქრი იწყება, ჯერ იწყება მშობლებსა და შვილებზე, ბოლოს საკუთარ თავზე. კომპლექსია თუ არ ვიცი რა დავარქვა, ურთიერთობებს ისე ვუფრთხილდები, მეგობრობა იმდენად მძაფრად მაქვს, ყველაფერს ვდებ მეგობარში. დიდ სიყვარულს და ერთგულებას ვდებ, შემდეგ თუ რაღაც ხდება ძალიან მტკივა. ერთს ვიტყვი, რაც არ უნდა მოხდეს ადამიანის მდგომარეობაში, გამართლებები არ უნდა დაიწყო. ცუდად ვიყავი და ამიტომ გავბოროტდი და ა.შ რა პერიოდიც არ უნდა იყოს ჩემ ცხოვრებაში, ის ადამიანები დამეთანხმებიან, რომლებიც მიცნობენ, ბევრი ცუდი პერიოდი მქონია, მაგრამ არ გავბოროტებულვარ და არ მიღალატია ჩემი მეგობრისთვის. რაც უფრო ცუდი პერიოდია, მით უფრო მემატება სიყვარული და ერთგულება. უფრო კარგად მოქმედებს ყველაფერი ჩემზე. მინდა მადლობა გადავუხადო ადამიანებს, რომლებიც მხარს მიჭერენ“, – ამბობს სალომე გოგიაშვილი.