VIDEO: „პირველი კლასიდან ვიცნობთ ერთმანეთს. მერე გავარკვიეთ, რომ თურმე ბაღშიც ერთად გვივლია...“ – აჩიკო ბერიძის მეუღლე მეორე ნახევარზე საუბრობს

აჩიკო ბერიძის მეუღლე

ტელეჟურნალისტმა ანა შამილაძემ გადაცემაში „რა გვსურს ქალებს“ ისაუბრა თავისი და მომღერალ აჩიკო ბერიძის ურთიერთობაზე. მისი თქმით, ისინი ბავშვობის მეგობრები და კლასელები არიან - ერთმანეთს პირველი კლასიდან იცნობენ და აღმოჩნდა, რომ ერთ ბაღშიც დადიოდნენ.

ანა აღნიშნავს, რომ მათი მეგობრობა ყოველთვის განსაკუთრებული და ღრმა იყო, ეს კავშირი წლების განმავლობაში არ გაწყვეტილა და მოგვიანებით სიყვარულში გადაიზარდა. მისი თქმით, აჩიკო არა მხოლოდ ყველასთვის საყვარელი მომღერალია, არამედ გამორჩეული ადამიანიც - ძლიერი მოტივატორი, რომელიც გვერდით მყოფებს თავს საჭიროდ და მნიშვნელოვანად აგრძნობინებს. ანა ამბობს, რომ ისინი დღეს ბედნიერები არიან და შინაგანი ბედნიერება ცხოვრების სხვა სფეროებზეც დადებითად აისახება.