VIDEO: ნუცა ბუზალაძის შთამბეჭდავი გამოსვლა ლონდონის ევროვიზიის პრეფართიზე და მასთან ერთად ამღერებული ბრიტანელი მაყურებელი

ნუცა

ნუცა ბუზალაძემ ევროვიზიის პრეფართიზე ამჯერად, ბრიტანელი მაყურებლის წინაშე შეასრულა საკონკურსო სიმღერა Firefighter, რომელიც დარკო დიმიტროვმა და ადა სატკამ სპეციალურად ნუცასთვის დაწერეს.

ვიდეოს არაერთი გამოხმაურება მოჰყვა.

„შენ იმსახურებ გამარჯვებას“; „წინ გამარჯვებისკენ“; „მართლა ცეცხლოვანი ნუცა“; „აქაც უნდა გავიმარჯვოთ“, – წერენ სოცქსელში.

 

@escgeo2 Ate🚨🔥🇬🇪 | #eurovision #esc2024 #nutsa #Georgia ♬ original sound - EscGeo