VIDEO: „მინდა, მივუძღვნა მსოფლიოში ყველაზე მაგარ დეიდას... ზუსტად ვიცი, ჩემი ანგელოზი იქნება და არასდროს მიმატოვებს“ - ნუცა ბუზალაძის ახალი სიმღერა

ნუცა ბუზალაძე

14 მარტს მომღერალმა ნუცა ბუზალაძემ სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია გაავრცელა. მას ახალგაზრდა დეიდა გარდაეცვალა, რომელსაც სიმღერა Illusions-ს მიუძღვნა. მან გარდაცვლილს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა:

„ჩემი ახალი EP და პროექტი, რომელიც ჰოლივუდში ჩემს ახალ გუნდთან ერთად შევქმენი, მინდა რომ მივუძღვნა მსოფლიოში ყველაზე მაგარ დეიდას, ლიას. დღეს იქ რომ ვცხოვრობ, მისი დამსახურებაა. ორი წლიდან ყოველდღე მიმეორებდა:

„სად მივდივართ?“ „ჰოლივუდში.“ „სად მივდივართ?“ „ჰოლივუდში.“ და აი… ეს ოცნება ერთად ავისრულეთ. ზუსტად ვიცი, ჩემი ანგელოზი იქნება და არსად, არასდროს მიმატოვებს. მადლობა, რომ ასე მაგრად გამზარდე. მიყვარხარ უსასრულოდ ლი“, - წერს ნუცა ბუზალაძე.