VIDEO: „ხალხი უყვიროდა The killers-ს, ეს არ გაეკეთებინა...“ - რა ვიდეო ვრცელდება სოციალურ ქსელში

ხალხი უყვიროდა და აჩვენებდა The killers-ს, ეგ არ გაეკეთებინა...

"The killers-მა სცენაზე აიყვანა რუსი. ხალხი უყვიროდა და აჩვენებდა, რომ ეგ არ გაეკეთებინა, მაგრამ წაგვიკითხა მორალი, რომ ჩვენს ძმებთან არ უნდა "ვიჩხუბოთ"...

იქნებ ხალხი გამოვიდეს! დაპოსტეთ რა" - ამის შესახებ სოციალური ქსელის მომხმარებელი ხატია ღვინიაშვილი წერს და ვიდეოს აქვეყნებს.

ბლექ სი არენა The Killers-ის კონცერტზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ "არტისტის მოქმედება სცენაზე, არ არის მათი პოზიცია". კომპანია მსმენელს ბოდიშს უხდის.

"გვესმის ჩვენი სტუმრების ემოციების. არტისტის მოქმედება სცენაზე არ არის Black Sea Arena-ს პოზიცია. ვიაზრებთ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას, გულწრფელად ვიხდით ბოდიშს და გიზიარებთ არტისტის პასუხს მომხდართან დაკავშირებით. რუსეთი ოკუპანტია", - წერს კომპანია Facebook-ზე.

Black Sea Arena-ზე გამართული კონცერტისა და განვითარებული მოვლენების შემდეგ, ჯგუფი The Killers განცხადებას ავრცელებს:

"კარგო ადამიანებო საქართველოდან, ჩვენი განზრახვა არასდროს ყოფილა ვინმეს შეურაცხყოფა. ჩვენ დიდი ხნის ტრადიცია გვაქვს, ხალხს დრამზე დასაკვრელად სცენაზე ვეპატიჟებით. თავდაპირველად, დარბაზში მყოფი მსმენელების რეაქციით ჩანდა, რომ თითქოს აუდიტორიიდან სცენაზე ამოყვანილი ადამიანი მისაღები იყო.

ვაცნობიერებთ, რომ კომენტარი, რომელიც გულისხმობდა, რომ The Killers-ის ყველა მსმენელი და თაყვანისმცემელი "ძმები და დები" არიან, შესაძლოა, არასწორად იქნა გაგებული. ჩვენ არავის შეურაცხყოფა არ გვინდოდა და ბოდიშს გიხდით. თქვენთან ვართ და ვიმედოვნებთ, რომ მალე დავბრუნდებით, - წერია განცხადებაში.

ასევე ნახეთ:

ტემპერატურა 21 გრადუსამდე დაიწევს - ნახეთ, როდის აგრილდება - ერთი თვის პროგნოზი

700 000 დოლარად იყიდება სახლი, რომელიც მარიკუნა მიქატაძეს ეკუთვნოდა

ვინ არის მსახიობი, რომელიც თურქულ სერიალში ნანუკას პარტნიორი იქნება

VIDEO: ,,ფორსაჟი 11 არ გეგონოთ, ეს გუშინ მოხდა, გორთან, ავტომაგისტრალზე" - რა კადრები ვრცელდება სოციალურ ქსელში

VIDEO: ,,ცრემლი ვერ შევიკავე... რა საყვარელია ორივე..." - ემოციური კადრები სოციალური ქსელიდან 

როგორი იქნება უახლოესი 2 კვირა ზოდიაქოს ნიშნებისთვის - ქეთი ოდიშელის პროგნოზი