VIDEO: „ბროკოლი“ მეორე შვილს ელოდება - პოპულარული TikTok-წყვილი გამომწერებს სასიხარულო ამბავს უზიარებს

ბროკოლი

სოციალურ ქსელში პოპულარული წყვილი „ბროკოლი“, რომელიც გამომწერებს სახალისო და ორიგინალური ვიდეოებით ამახსოვრებს თავს, მეორე შვილის მოლოდინშია.

სასიამოვნო სიახლის შესახებ ელენე ღუღუნიშვილმა და გიორგი სანებლიძემ გამომწერებს TikTok-ზე გამოქვეყნებული ვიდეოს საშუალებით აცნობეს.

„თურმე, უკვე 6 კვირის ყოფილა“, - დაწერა გიორგიმ მოგვიანებით.

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by BROCCOLI🥦 (@broccolii1213)

წყვილი პირველად მშობლები 2025 წლის თებერვალში გახდნენ. ახლა კი ოჯახი კიდევ ერთი წევრის მოლოდინშია, რასაც სოციალურ ქსელში მათი გამომწერები დიდი სიხარულით შეხვდნენ.

ელენე ღუღუნიშვილი და გიორგი სანებლიძე სოციალურ მედიაში „ბროკოლის“ სახელით არიან ცნობილი და მრავალრიცხოვან აუდიტორიას ყოველდღიურად სახალისო კონტენტს სთავაზობენ.