„დავკარგეთ უსაყვარლესი ადამიანი...“ - კოტე მახარაძის შვილი, ბაია მახარაძე გარდაიცვალა
1794207930
მსახიობი და ტელესახე ნანუკა გულუა ბოლო პერიოდის განმავლობაში წონას ებრძვის და ამ მხრივ პროგრესის შესახებ „პრაიმშოუში“ ისაუბრა.
„მედიკამენტების მიმართ ცუდი დამოკიდებულება მაქვს. ვცდილობ, ჩემი შვილებიც არ იყვნენ დამოკიდებული მედიკამენტებზე. მართალია, ბევრი ექიმი საუბრობს გასახდომი ინიექციების შესახებ, მაგრამ არ მჯერა, რომ მათ არ აქვთ გვერდითი მოვლენები. უმსუბუქეს წამალსაც აქვს გვერდითი მოვლენა. არ მინდა, რომ საკუთარ თავზე დავტესტო. სამი შვილი გამიჩენია და ახლა მაქვს ცხოვრების მთავარი აზრი.
გავიკეთო მუცელში მედიკამენტი, მერე ცოტა ცუდად ვიყო, ცოტა გული მერეოდეს, ხასიათზე ვერ ვიყო და რისკები მქონდეს, ეს არ მჭირდება. მინდა, ჩემი მიზანდასახულობით მოვიშორო ის, რაც ცხოვრების ხარისხს მიუარესებს. ჩემს თავს ვუბრუნდები. ჩემი შვილების გასეირნება შემიძლია. ამის გამო ღომსაც კი დავთმობ…“, - ამბობს ნანუკა გულუა.