„დავკარგეთ უსაყვარლესი ადამიანი...“ - კოტე მახარაძის შვილი, ბაია მახარაძე გარდაიცვალა
1794207930
ქაღალდის კალენდრის გამოყენება შესაძლოა მეხსიერების გაუმჯობესებას, ინფორმაციის უკეთ დამახსოვრებასა და ყოველდღიური გეგმების ეფექტიანად შესრულებას უწყობდეს ხელს. ამის შესახებ იაპონელი და ამერიკელი მეცნიერების კვლევები მიუთითებს.
ტოკიოს უნივერსიტეტის მკვლევრებმა 2021 წელს ჩატარებული ექსპერიმენტის ფარგლებში შეისწავლეს, როგორ მოქმედებს ქაღალდზე ხელით წერა და ციფრული მოწყობილობების გამოყენება ტვინის აქტივობაზე.
კვლევაში 48 ადამიანი მონაწილეობდა. მათ გარკვეული ინფორმაციის ჩაწერა ქაღალდის კალენდარში, პლანშეტსა ან სმარტფონში ევალებოდათ. მოგვიანებით მონაწილეებს ჩაწერილი ინფორმაციის გახსენება სთხოვეს, ამ დროს კი მათი ტვინის აქტივობას მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის საშუალებით აკვირდებოდნენ.
შედეგებმა აჩვენა, რომ ქაღალდის გამოყენებისას მონაწილეები ინფორმაციის ჩაწერის დავალებას დაახლოებით 25%-ით უფრო სწრაფად ასრულებდნენ, ვიდრე ციფრული მოწყობილობების მომხმარებლები.
ამასთან, ინფორმაციის გახსენებისას ქაღალდის კალენდრის მომხმარებლებს ტვინის იმ უბნებში უფრო მაღალი აქტივობა აღენიშნებოდათ, რომლებიც მეხსიერებასთან, ენასა და ვიზუალური ინფორმაციის დამუშავებასთანაა დაკავშირებული.
მეცნიერების განმარტებით, ქაღალდზე წერისას ადამიანი ინფორმაციას არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ სივრცულადაც აღიქვამს. ფიზიკური გვერდის განლაგება და მასზე გაკეთებული ჩანაწერები დამატებით მინიშნებებს ქმნის, რაც ინფორმაციის დამახსოვრებასა და შემდგომ გახსენებას შეიძლება დაეხმაროს.
ქაღალდის კალენდრის უპირატესობებზე მიუთითებს 2023 წელს გამოქვეყნებული კიდევ ერთი სამეცნიერო კვლევაც, რომელიც ყოველდღიური გეგმების შედგენასა და შესრულებას ეხებოდა.
სამი კვლევის შედეგების მიხედვით, ქაღალდის კალენდრის მომხმარებლები მობილური კალენდრის მომხმარებლებთან შედარებით უფრო ხარისხიან გეგმებს ადგენდნენ და მათ შესრულებასაც უკეთ ახერხებდნენ.
ერთ-ერთ ექსპერიმენტში ქაღალდის კალენდრის მომხმარებელთა 53%-მა დაგეგმილი საქმეები დროულად შეასრულა, მაშინ როდესაც მობილური კალენდრის მომხმარებლებს შორის ეს მაჩვენებელი 33% იყო.