გადაწყვეტილება მიღებულია! - ევროპაში მოგზაურობის წესები შეიცვალა
1752054234
ცოტა ხნის წინ ვერა ვონგს 76 წელი შეუსრულდა. დიზაინერმა დაბადების დღის აღსანიშნავი წვეულება მოაწყო და მოდის ინდუსტრიის გავლენიანი სახეები დაპატიჟა. სტუმართა შორის ქართველი დიზაინერი, გურამ გვასალიაც იმყოფებოდა. იუბილარმა ახალი ფოტოები სოციალურ ქსელში გაავრცელა. ვონგის გარეგნობამ საზოგადოების ყურადღება კიდევ ერთხელ მიიპყრო. სოციალურ ქსელის მომხმარებლები აქტიურად წერენ, რომ ასაკთან შედარებით ის ახალგაზრდულად გამოიყურება და წლები მის ვიზუალს ვერაფერს აკლებს.
„რატომ "არ ბერდება? ვერა ვონგი“, - ეს ის საკითხია, რომელიც დიდი ხანია, რაც საერთაშორისო მედიის განხილვის საგნად იქცა.
თავად დიზაინერი ხუმრობით ამბობს, რომ მისი უბერებელი სილამაზის საიდუმლო არყის კოქტეილებში, სწრაფ კვებაში და ნაკლებ მზის სხივებშია.
როგორც უცხოურ მედიასთან ინტერვიუში ვონგი აღნიშნავს, ბურგერებსა და დონატებზე უარის თქმა არ უყვარს. ერთხელ, როცა გუნდთან ერთად რამდენიმე დღით გადაღებებით იყო დაკავებული, დიზაინერი ყოველდღე ბურგერს მიირთმევდა.
გამოცემა „ფეიჯ სიქსის“ ინფორმაციით, ვერა თავის მოვლის საშუალებებს დიდი სიფრთხილით არჩევს. კანის დასატენიანებლად ძირითადად ბავშვის ზეთს იყენებს. მზისგან დამცავის გარეშე გარეთ არასდროს გადის. როგორც ის ამბობს, კოსმეტიკურ პროდუქციას იშვიათად ყიდულობს, რადგან მინიმალისტური მაკიაჟი უფრო მოსწონს.
ვონგი მიიჩნევს, რომ ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად საუკეთესო საშუალება იმის კეთებაა, რაც სიამოვნებას განიჭებს და გიყვარს. დიზაინერი სამუშაო პროცესს ჯადოსნურ ელექსირად მოიხსენიებს, რომელსაც სასწაულების მოხდენა შეუძლია. მისი თქმით, მენტალურ საკითხებზე მუშაობა ისეთივე აუცილებელია, როგორც ფიზიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ჯანსაღი ძილი ვონგისთვის მთავარი პრიორიტეტია. გამოცემა „ფეიჯ სიქსთან“ ინტერვიუში ის ასეთ სიტყვებს ამბობს:
„თუ ღამის განმავლობაში 8 საათი არ მძინავს, თავს ცუდად ვგრძნობ. გონებამ და თვალებმა უნდა დაისვენოს, რათა მომდევნო დღეს ფუნქციონირება შეძლოს. ძილის რეჟიმს ადამიანები სათანადო ყურადღებას არ აქცევენ, რაც შემდგომში არაერთი პრობლემის მიზეზი ხდება“.
ვონგი ამბობს, რომ კარგი მხედველობის შესანარჩუნებლად კომპიუტერული გამოსხივებისგან დამცავი სათვალეების ტარება ძალიან მნიშვნელოვანია. დიზაინერი აღნიშნავს, რომ სპორტ დარბაზში საათების გატარება არ უყვარს, ამიტომ იქ მხოლოდ 5 წუთის განმავლობაში რჩება. სამაგიეროდ, თავისუფალ დროს ველოსიპედით სეირნობა და გოლფის თამაში უყვარს. ვონგის თქმით, მართალია, საშინელი მოთამაშეა, მაგრამ ამას ყურადღებას არ აქცევს.
დიზაინერი ინტერვიუებში ხშირად აღნიშნავს, რომ დაბერების არ ეშინია:
„ამაზე ბევრს არ ვფიქრობ, თავს არ ვითრგუნავ. უბრალოდ ვაგრძელებ ცხოვრებას, წუხილს და ნერვიულობას აზრი არ აქვს. ის სიცოცხლის ძვირფას წუთებს გვაკარგვინებს. მე მიყვარს ჩემი ცხოვრება, სამუშაო, მეგობრები და ოჯახი. გირჩევთ, თქვენს ფიქრებს სწორი მიმართულება მისცეთ და ყოველდღიურობით იცხოვროთ“.