ნიუ-მექსიკოს შტატში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა - დაღუპულთა შორის ორი ბავშვია
1752077904
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ატმის შეღებვის ფაქტის ამსახველ ვიდეომასალასთან დაკავშირებით სამართალდამცავ ორგანოებს მიმართა.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებზე უწყება განმარტავს, რომ საქმე ეხება სურსათის მიზანმიმართულ დაბინძურებას და საჭიროა მყისიერი რეაგირება.
განცხადებაში ნათქვამია, რომ სააგენტო ხილს და ბოსტნეულს მუდმივად ამოწმებს და სხვადასხვა მაჩვენებელზე ნიმუშებს იღებს.
ვიდეომასალა კახეთშია გადაღებული, იდენტიფიცირებულია პირიც და ობიექტიც, რომელიც აღნიშნულ კადრებში ფიგურირებს.
სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსის, ვასილ კვერნაძის განცხადებით, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირები ადგილზე ახორციელებენ სახელმწიფო კონტროლს.
"ატმის შეღებვასთან დაკავშირებით სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მყისიერი რეაგირება მოახდინა, აღნიშნული ინფორმაცია წერილობით ეცნობა შესაბამის სამართალდამცავ უწყებას, ამავდროულად სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირები ადგილზე ახორციელებენ სახელმწიფო კონტროლს", - განაცხადა ვასილ კვერნაძემ.