გადაწყვეტილება მიღებულია! - ევროპაში მოგზაურობის წესები შეიცვალა
1752054234
სომხეთში ოპოზიციონერი დეპუტატი არტურ სარქისიანი დააკავეს.
სომხური მედიის თანახმად, ერევნის ავანისა და ნორ ნორკის ადმინისტრაციული რაიონების საერთო იურისდიქციის პირველი ინსტანციის სასამართლომ დააკმაყოფილა შუამდგომლობა ეროვნული კრების ფრაქციის, „სომხეთის“ დეპუტატის, არტურ სარქისიანის ორთვიანი პატიმრობის შესახებ.
მანამდე ეროვნულმა ასამბლეამ დაამტკიცა გენერალური პროკურორის შუამდგომლობა სარქისიანის დაკავების შესახებ, რომელსაც 62-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
არტურ სარქისიანი ეჭვმიტანილია ტერაქტების მომზადებასა და ხელისუფლების ხელში ჩაგდების მცდელობაში იმ მოძრაობის ფარგლებში, რომელსაც არქიეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი ხელმძღვანელობს.