ვოლოდიმირ ზელენსკი რომში ჩავიდა

ზელენსკი რომში

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იტალიის დედაქალაქში ჩავიდა. რომში ვიზიტის ფარგლებში, უკრაინის პრეზიდენტი რომის პაპსა და იტალიის პრეზიდენტს შეხვდება. შემდეგ კი ამერიკის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელ კიტ კელოგთან გამართავს მოლაპარაკებებს.

ვოლოდიმირ ზელენსკი იტალიაში რომის საერთაშორისო კონფერენციას დაესწრება, რომელიც უკრაინისთვის მხარდაჭერის მობილიზებას ემსახურება.