„ტრაგიკულად დაიღუპა... იმის შემდეგ არავისთვის შემიხედავს“ - გულიკო გურგენიძის სევდიანი ისტორია

გულიკო გურგენიძე

მუსიკოსი გულიკო გურგენიძე სტუმრად გადაცემაში „სხვა რაკურსი“ იმყოფებოდა, სადაც ურთიერთობებზე, ოჯახსა და სიყვარულზე ისაუბრა. როგორც იგი აღნიშნავს, მხოლოდ ერთხელ შეუყვარდა, თუმცა შეყვარებული ტრაგიკულად დაეღუპა და მას შემდეგ არავისთვის გაუხედავს:

„19 წლის ვიყავი როცა შეყვარებული მყავდა. ძალიან მიყვარდა. მაგრამ მერე ტრაგიკულად დაიღუპა. იმის შემდეგ არავისთვის შემიხედავს. ამ პიროვნების სიკვდილმა მიმიყვანა იქამდე, რომ გადავერთე სამეგობროზე და გამომიყვანეს მდგომარეობიდან. ძალიან განვიცადე. ბევრი თაყვანისმცემელი მყავდა. კაცის ბუნება ზეპირად ვიცი“, - ამბობს გულიკო გურგენიძე.