თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს
1772220815
ჟურნალისტი, ჯფუგ „ვეძებ“-ის დამფუძნებელი თამუნა მუსერიძე სოციალურ ქსელში ამაღელვებელ ისტორიას ავრცელებს — კაცზე, სახელად თაზოზე, რომელიც 40 წლის განმავლობაში საკუთარ ბიოლოგიურ ოჯახს ეძებდა. როგორც ირკვევა, მისთვის უმნიშვნელოვანესი სიმართლე მხოლოდ გარდაცვალებიდან 40 დღის შემდეგ გახდა ცნობილი.
თაზოს სიცოცხლისა და საკუთარი ფესვების ძიების შესახებ სოციალურ ქსელში მისი მეუღლე, მადონა დათუაშვილი იხსენებს. პოსტში იგი აღწერს ერთ-ერთ კლინიკაში გატარებულ მძიმე დღეებს, როდესაც მისი მეუღლე სიცოცხლისთვის იბრძოდა და ბოლო წუთებშიც გენეტიკური ტესტის პასუხს ელოდა.
როგორც წერილიდან ირკვევა, გენეტიკური კვლევის შედეგი, რომელსაც თაზო მთელი ცხოვრება ელოდა და განსაკუთრებით გარდაცვალებამდე სურდა გაეგო, მისი გარდაცვალებიდან 40 დღის შემდეგ მოვიდა.
თამუნა მუსერიძე მადონა დათუაშვილის ემოციურ პოსტს საკუთარ გვერდზე უცვლელად აქვეყნებს და საზოგადოებას უზიარებს ისტორიის დეტალებს, რომელმაც სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება გამოიწვია.
„უკვე მერამდენედ ავდივარ ამ შორეული ქვეყნის ერთ-ერთი საავადმყოფოს კიბეზე, სადაც ჩემი მეუღლე მძიმე ავადმყოფი წევს. ჯერ კიდევ არ არის ნახვის საათები. გული ამოვარდნაზე მაქვს ადგილს ვერ ვპოულობ... ერთი სული მაქვს როდის შევალ, როდის ვნახავ, უკვე მერამდენე დღეა სიკვდილს ებრძვის. არ ნებდება, არც მე ვანებებ თავს. უკვე მერამდენე დღეა ხელის მოწერას მთხოვს ექიმი, რომ დავთანხმდე მის ხელოვნურ სიკვდილზე. Არა და არა მთელი არსებით ვიბრძვი, არა ვერ გავიმეტებ ის უნდა ვაცოცხლო. ბევრჯერ გამოვტაცე სიკვდილს ხელიდან. შევედი.., დაღლილობისგან და სტრესისგან ძლივს ვდგავარ ფეხზე... მაგრამ როცა მეუღლის სიცოცხლის დასრულებაზე მეუბნებიან ვეფხვად ვიქცევი და ბოლო ძალამდე ვიცავ მას.. ამჯერადაც მოვიგერიე მედ-პერსონალის ზეწოლა...შიშით შევედი პალატაში და სრულიად გაწონასწორებული ვეუბნები. უკვე ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის.. კარგად იქნები, მალე ფეხზე დადგები წავალთ საქართველოში. მოვინახულებთ თბილისს, სადაც სტუდენტობა გაატარე, ქუთაისს, სადაც პირველად შევხვდით ერთმანეთს, ვიცხოვრეთ, ვიმუშავეთ და გავზარდეთ შვილები. ჩავალთ გურიაში ჩვენ საყვარელ სოფელში. Სადაც და გვხვდებიან ნათესავები მეზობლები...
რა თქმა უნდა დამემოწმე შენც. ეხ, როგორ გიჭირდა და არასდროს გითქვამს ცუდად ვარო.სიცოცხლის წყურვილით ბევრ ტკივილს იტანდი... გიყურებდი ისევ ლამაზს.. შენ საოცარ, თეთრ გამჭირვალე კანს ოდნავ ფერი უცვლიან, ლამაზი გრძელი თითებით საწოლის ნაპირს ჩაჭიდებული ისევ მიყურებდი შენი ლამაზი თვალებით. Ოხ, რატომ იყავი ასეტი ლამაზი ბიჭოოოო? ასეთი ყველანაირად სხვანაირი?
ამ ფიქრებიდან გამომაფხიზლა შენმა სუნთქვის გაძნელებამ, შენმა ხრჩობამ... ყველა მოვიხმე დახმარებისთვის... ხან ვთხოვდი, ხან მოვითხოვდი შენ გადარჩენას... ვუყურებდი შენ საშინელ ტანჯვას... დიდი წვალების შემდეგ ჩაწყნარდი, ცივი ოფლით იყავი გაწუწული, ძალაგამოლეული. რაღაცას ამბობდი ჩუმად, ვერ მიგიხვდი... მოგიახლოვდი და ძლივს, ჩურჩულით მკითხე.. მოვიდა პასუხი ? მიხვდით რა პასუხს ელოდა აღმზრდელო მშობლებო და ადამიანებო, რომლებმაც იცით და მალავთ აყვანილი ბავშვების წარმომავლობას?-პასუხს გენეტიკური ტესტისას. მიხვდით როგორ ძალიან უნდათ მათ ბიოლოგიური ოჯახის პოვნა? ასეთ კრიტიკულ დროსაც კი? .... და ვისაც არ უნდათ ისევ თქვენი დანაშაული, ვერ ჩაუნერგეთ მათ სიყვარულის გრძნობა, რატომ? იმიტომ რომ ფიქრობთ აღზრდილის გულში აღარ იქნება თქვენი ადგილი. არ ვიფიქროთ ასე. გული პატარაა, მაგრამ დიდი სიყვარულის ჩატევა შეუძლია. სწორედ ასეთი გული ქონდა თაზოს. (არავინ იფიქროს რაიმე დააკლო აღმზრდელებმა და მიტომ ეძებდა).
ამ დღიდან გავიდა სამი თვე... მან ამ დროში იმდენი ტკივილი და ტანჯვა გადაიტანა ასი კაცი ვერ აწევდა. Სანამ აპარატზე შეაერთებდნენ ძლივს მკითხა გამოჩნდნენ ჩემები? კი მეთქი... გამოვაჩენ. Შემომხედა, მის მოლურჯო-მოციფრო თვალებს ფერი შეცვლიათ. ხელზე ხელი მომიჭირა იმის ნიშნად ჯერ კიდევ მაქვს ძალა არ შეშინდეო..ოდნავ გაიღიმა.. და ჩაირთო აპარატი..., რომელიც გახდა საზღვარი სიცოცხლესა და სიკვდილს შორის.
დასრულდა სიცოცხლე, რომელიც ასე ძალიან უნდოდა თაზოს,.. გარდაცვალებიდან ორმოცი დღის შემდეგ მოვიდა ტესტის პასუხი, საიდანაც ვიპოვეთ საუკეთესო ნათესავები. ცოტა ხანში კი ოჯახი... საყვარელი დები, დიშვილები, დიდი ნათესაობა.
იყო ემოციები, მოფერება, ცრემლი, მაგრამ არ იყო თაზო, რომელიც ორმოცი წელი ეძებდა ბიოლოგიურ ოჯახს, რომელიც იყო ძალიან ახალგაზრდა(ოც წლამდე)წყვილის შვილი. ერთად ვიყავით ძველი და ახალი ნათესავები ოჯახის წევრები, თაზოს სურათები და ,,ტკივილიანი სიხარული...“