როგორი ამინდი იქნება უქმეებზე - განახლებული პროგნოზი

წვიმიანი ამინდი

28 თებერვალი - შაბათი

დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში ნალექი,  მთაში  თოვლის სახით, ღამით  ზოგან ძლიერი. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ,  სანაპირო რაიონებში სამხრეთ-დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ღამით ზოგან  ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით 0, +5°, დღისით +4, +9°; მთაში ღამით -3, +2°, დღისით 0, +5°; მაღალმთაში ღამით -7, -2°, დღისით  -3, +2°.

აღმოსავლეთ საქართველოში - უმეტესად ღრუბლიანი ამინდი,  ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ნისლი, ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13მ/წმ.  ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით -3, +2°,  დღისით 0, +5°;  მთაში ღამით -5, 0°, დღისით -1, +4°;  მაღალმთაში ღამით -9, -4°, დღისით -6, -1°;

1მარტი - კვირა

დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტეს, დღისით ზოგიერთ რაიონში წვიმა,  მთაში  თოვლი. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ,  სანაპირო რაიონებში

სამხრეთ-დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +1, +6°, დღისით +5, +10°; მთაში ღამით -3, +2°, დღისით +1, +6°; მაღალმთაში ღამით -10, -5°, დღისით  -1, +4°.

აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ნალექი, ღამით უმეტესად თოვლის სახით, შესაძლებელია ნისლი. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13მ/წმ.  ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით -3, +2°,  დღისით +3 +8°;  მთაში ღამით -6, -1°, დღისით 0, +5°;  მაღალმთაში ღამით -9, -4°, ზოგან -12°,  დღისით -5, 0°;