სპეცოპერაცია იტალიაში - დაკავებულია მინდია ლავასოღლი
1748638577
ჯგუფი Fifth Harmony, რომელმაც 2018 წელს შემოქმედებითი პაუზა აიღო, სცენაზე დაბრუნებას გეგმავს. The Hollywood Reporter-ის ინფორმაციით, ჯგუფში დაბრუნებას ხუთიდან ოთხი წევრი აპირებს - ყველა, კამილა კაბელოს გარდა, რომელმაც ბენდი ჯერ კიდევ 2016 წელს დატოვა და მას შემდეგ სოლო კარიერა დაიწყო.
სოლო კარიერაში ძალები Fifth Harmony-ს სხვა წევრებმა მოსინჯეს, თუმცა დიდ წარმატებას ვერ მიაღწიეს.
Fifth Harmony-მ სამი ალბომი გამოუშვა: Reflection (2015), 7/27 (2016) და Fifth Harmony (2017). ჯგუფის მთავარი ჰიტებია: Worth It, Work from Home, All in My Head (Flex) და That’s My Girl.