„სიზმარი წყალს არ მოუყვეთ, ნეგატივი შხაპის დროს უნდა ჩამოვირეცხოთ ამ სიტყვებით...“ - ანზორ ოდიშარიას რეკომენდაცია

ანზორ ოდიშარია

უამრავი ადამიანი ამბობს, რომ ჩვეულებრივზე ბევრად მკაფიო სიზმრებს ხედავს და ზოგჯერ, ეს აშინებს. ნეგატიური სიზმარი მთელი დღის, ან შესაძლოა, კვირის განწყობასაც ცვლიდეს. არსებობს საზოგადოებაში დამკვიდრებული მეთოდი, როცა შეგვიძლია, ვინმესთან საუბრის ნაცვლად, ნანახი წყალს მოვუყვეთ და გავატანოთ, თუმცა, ეს ნაწილობრივ სწორია. ანზორ ოდიშარია ბევრად ეფექტიან მეთოდს გვიზიარებს:

„ეს უნდა გააკეთოთ სწორად, სიზმარი წყალს არ უნდა მოუყვეთ, შხაპის დროს უნდა ჩამოვიყვანოთ და ჩამოვირეცხოთ ეს ნეგატივი. შეგვიძლია, ხელები შევუშვიროთ წყალს და ისე გავიწმინდოთ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია თქვათ: „მე სიამოვნებით ვემშვიდობები ნეგატიურ ენერგიებს, ემოციებს, ბლოკებს, როგორც მდინარე მიედინება და მღვრიე წყალი არ დაგუბდება, ასევე, ჩემი სული, სხეული ნეგატივისგან განიწმინდება“.

წყალი წყევლას, ნეგატიურ ზემოქმედებას, თვალს, მათ შორის, უჯრედებს შორის დაგროვილ ნეგატივს ჩამორეცხვა-გაწმენდას ხელს უწყობს. 

სიზმარში ნანახი ცუდი ემოცია წყალს გაყვება, მაგრამ შედეგი მაინც მოხდება, თუ რაღაცას არ შევცვლით,“ - ამბობს ეზოტერიკოსი.