გოგა მანია ახალ წინასწარმეტყველებას ავრცელებს
1795257101
მსახიობი ნატალია ყიფშიძე ბაბუას - კრისტი ყიფშიძის მამას, ემოციურად ემშვიდობება.
„ერთი რაც დაზუსტებით ვიცი ბა არის ის რომ შენზე წარსულში ვერ ვისაუბრებ. ვერ მივიღებ უშენობას. შენ ჩემთან ხარ. სულ მეუბნები “ჩემო ცხოვრება” მეც სულ გპასუხობ შენ ხარ ჩემი ცხოვრება. ბაბუ არის ის ადამიანი რომელმაც ჩემი მორალი დაწერა. რომელმაც დაწერა ჩემი გონება, ჩემი აღქმა, ჩემი სიყვარული. რაც კი ვარ ყველაფერი შენი დამსახურებაა ბუზა. კაცი რომელიც 27 წელია ვერ დადის, მოვლა სჭირდება ჩვენ გვივლის, ჩვენზე ზრუნავს. ჩვენი ეზოს ბროწეული ყოველ ოქტომბერში ისხავს ნაყოფს. ყოველ ოქტომბერს ბაბუ ხელით მიწურავს წვენს და უყურებს რომ ბოლო წვეთამდე დავლიო, სისხლს წმინდავს ასე მეუბნები. ბროწეულის ხის ქვეშ კუ ცხოვრობს. ყოველდღე მახსენებ რომ კუს ვაჭამო კიტრი ან სტაფილო. ბაბუს კუ ცხოვრებაში არ უნახავს. ასეთია ბაბუ. მზრუნველი, თბილი, მშვიდი. ვერ გემშვიდობები ბა ვერ გაგიშვებ. კლინიკის დღეებშიც გეუბნებოდი რო ზედმეტებში ხარ.. ძალიან გაწელე სახლში დაბრუნება. არადა ყველაფერი მოგიმზადე რომ სახლში იყო. ჩვენთან იყო. როგორც სულ მეუბნები ისე მოვიქცევი. დღეს გავაკეთებ საქმეს და ხვალისთვის არ გადავდებ. Ujuon nz pt Stunn!
- შენი ბუზა, შენი სუნთქვა“,- წერს ნატალია ყიფშიძე.